x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად დასახელდა

image

როგორც ჩანს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა დიდად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე, რაც "საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის", ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზეც აისახა.



არეულობაში მღვდლების ჩართულობას თუ გათვალისწინებთ, შეიძლება გვევარაუდა, რომ რელიგიური ადამიანები უფრო ჰომოფობიურები იქნებოდნენ. თუმცა, მტკიცებულებები სხვას მეტყველებს- ჰომოფობია გავრცელებულია მთელ საზოგადოებაში და მნიშვნელოვანია თუ არა რელიგია ვინმეს ცხოვრებაში, ზეგავლენას ვერ ახდენს ჰომოფობიურ დამოკიდებულებაში.




მაშ ასე.ISSP-მ კვლევის მიხედვით, რომელიც 33 ქვეყანაში ჩაატარა, მათ რესპოდენტებს ჰკითხეს :"არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სექსის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის". საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია.



ამ მაჩვენებლით, საქართველო ქვეყნების სიის სათავეშია, მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით კი რუსეთი.შემდეგ მოდის უნგრეთი, 45%-ით, როგორც იცით ამ ქვეყნამ ჰომოფობიური კანონები მიიღო ლგბტ პირების წინააღმდეგ, რის გამოც უნგრეთს ევროსასამართლო უჩივის.



მეზობელი სასომხეთი და აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა კვლევაში.


P.S.ახლახან ცნობილი გახდა, რომ აჭარაში თავდასხმა მოხდა ჰომოფობიურ ნიადაგზე - ცოტა ხნის წინ, ბათუმში ბერლინელ დიჯეის, ბერგჰაინისა და ხიდის რეზიდენტ არტისტს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიჯეი Phase Fatale ინსტაგრამზე თავად აქვეყნებს.

image

6
477
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
477
  
2021, 31 ივლისი, 20:29
ზოგადად,კვლევებს როცა ატარებენ,მაშინ ისიც უნდა თქვან რა კრიტერიუმით კეთდება ეს,თორე ისე გამოდის რაღაცის თავს მოხვევა. თუ მინდა რო კვლევამ მომცეს თავისუფლების მაღალი ხარისხი,მაშინ სხვანაირად ჩავატარებ და თუ მინდა პირიქით,მაშინ სხვანაირად. ესაა აქ გასათვალისწინებელი. საქართველო არ არის ჰომოფობიური ქვეყანა და არც არასოდეს ყოფილა. უბრალოდ,ვიღაცას სურდა რო ეს ასე გამოჩნდეს და ამით სახელი გაუტეხონ ქართველ ხალხს. სტატისტიკა მაგარი უცნაური რამეა და თან სასტიკი:) ის ერთი ადამიანის სიკვდილს ტრაგედიას უწოდებს,ხოლო მილიონისას სტატისტიკას. ასერომ ეგ გამოკითხვები და კვლევები თავისმა ავტორებმა დაახვიონ და ერთ ადგილას გაიკეთონ.

პ.ს. არ მომწონს როცა ადამიანს ორიენტაციის გამო დასდევენ საცემად,მაგრამ არც ის მომწონს რო რაღაცას თავს ახვევენ ადამიანს. როცა ადამიანთა უმრავლესობა ამბობს რო ეს არის თეთრი,მაშინ უმცირესობა არ უნდა ცდილობდეს მათი აზრის შეცვლას და თეთრის შავად გამოყვანას. არ ვაღიარებ ცალკე აღებულ არც ლგბტ,არც ქალთა და არც ბავშვთა უფლებებს,რადგან ისინი ადამიანები არიან და ადამიანის უფლებები არსებობს. თუ არ თვლიან თავს ადამიანად,მაშინ ისე მოიქცნენ როგორც ადამიანებს გვინდა. ამ სამყაროს ადამიანი მართავს
2021, 30 ივლისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 30 ივლისი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 30 ივლისი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 30 ივლისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 30 ივლისი, 20:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6