ჯანმრთელი კვება ბუნებრივი მეტეორიზმი(გაზების დაგროვება) 2012, 9 სექტემბერი, 22:24 მიზეზები:ჭარბი ჭამა-სმა სადღესასწაულო სუფრებზე.ასეთი მეტეორიზმი საშიში არ არის.მის განვითარებას ხელს უწყობს ჭამის დროს სიჩქარე და საუბარი, კოქტეილის ჩხირით სითხის სმა, საღეჭი რეზინი. ყოველივე ეს ზრდის საკვებთან ერთად გადაყლაპული ჰაერის რაოდენობას.ჰაერის ნაწილი ბოყინის გზით ამოდის.დანარჩენი კი გადადის ნაწლავებში.მსხვილ ნაწლავში ჰაერი ნაწილობრივ შეიწოვება, ნაწილი კი ევაკუირდება გარეთ ბუნებრივი გზით.როგორ მოვიქცეთ?თუ არ გსურთ, გაზების შეტევით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეთ, სულ უბრალო ზომებს უნდა მიმართოთ:ჯერ ერთი, ზომაზე მეტი არ უნდა მიირთვათ სადღესასწაულო სუფრასთან.მეორე, ჭამის შემდეგ, უნდა დალიოთ გვირილის ან პიტნის ჩაი.მესამეც მოერიდეთ პროდუქტებს, რომელიც ასტიმულირებს გაზების ჭარბ წარმოქმნას.ასეთია:ნამცხვარი, ყურძენი, კომბოსტო, კარტოფილი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. 551 13-ს მოსწონს
|