ალისფერი პომადა უკვე ჩავლილი ეტაპია, ახლა სხვაგვარი წითელი, ე.წ.სველი ტუჩებია მოდაში.ასეთი ეფექტის მიღწევა ძალიან ადვილია:გაიკეთეთ შესაბამისი ფერის კონტური
და წაისვით პომადა ორივე ტუჩზე.შემდეგ კი, ზემოდან უფერული(გამჭვირვალე)პომადა ან ტუჩის ჟელე გადაისვით, მაგრამ წინასწარ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი რჩეული თვალებში აღარ ჩაგხედავთ.ერთი შეხედვისთანავე ყურადღების ცენტრში თქვენი ბაგეები აღმოჩნდება.როდესაც წითელ პომადას ისვამთ, ყურ
ადღება მიაქციეთ თვალების მაკიაჟს ამ დროს ძალიან მკვეთრი და განსხვავებული ფერის ჩრდილები არ უნდა გქონდეთ, თორემ ფუფალას დაემსგავსებით.ფერები ერთმანეთს გემოვნებით უნდა შეუხამოთ.საერთოდ, მკვეთრი წითელი პომადა ყოველდღიური, ანუ დღის მაკიაჟისთვის ნაკლებადაა რეკომენდირებული.