x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა

image
39 წლის ბრიტნი სპირსმა კიდევ ერთხელ შეძლო ხალხის ალაპარაკება. რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მომღერალმა ინსტაგრამზე საკმაოდ თამამი ფოტოსურათები ატვირთა ნიშნად იმისა, რომ მის სოციალურ ქსელს უკვე აღარავინ აკონტროლებს. როგორც იცით, ბრიტნი სპირსი სასამართლოში ებრძვის საკუთარ მამას ჯეიმი სპირსს, რომელიც 13 წელია მისი ოფიციალური მეურვეა და ფინანსებსაც ის უკონტროლებს. რამდენიმე დღის წინ კი მომღერალმა პატარა გამარჯვება იგება, სასამართლომ მას უფლება მისცა საკუთარი ადვოკატი აეყვანა და მეტიც, მანქანის ტარების უფლებაც დაუბრუნა. ამიტომაც, ფიქრობენ, რომ თამამი ფოსოსურათები ამ პატარა გამარჯვების ხაზის გასასმელად გამოაქვეყნა.imageimage

ორივე ფოტოსურათი სოციალურ ქსელებსა და პრესაში განხილვის საგანი გახდა და მალევე ააგროვა მილიონობით მოწონება და კომენტარები.

image


ბრიტნი აღარ ერიდება კომენტარებზე პასუხის გაცემასაც და თავისახლობლებს და ნათესავებსაც აკრიტიკებს, რომლებიც მისი თქმით მძიმე დროს არაფრით ეხმარებოდნენ, ახლა კი უბრალოდ ფარისევლობენ, რათა პრესაში უკეთესები გამოჩდნენ. მეტიც. ბრიტნის ყოფილმა დაცვის წევრმა რამდენიმე დღის წინ ისიც დაწერა, რომ მომღერალს ძლიერ ნეიროლეპტიკებს ასმევდნენ და მარტივად კონტროლირებადს ხდიდნენ, წამლების შესახებ კი ყველამ კარგად იცოდა.

0
559
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0