x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
10 ყველაზე საშინელი მასობრივი თვითმკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში

image


ყველაზე ხშირად მასობრივი თვითმკვლელობები უკავშირდება სექტანტებს, რელიგიურ ფანატიკოსებს ან ადამიანებს, რომელთაც არ სურთ მტრის ხელში ჩავარდნა. დღეს, მსურს მოგიყვეთ კაცობრიობის ისტორიაში ჯგუფური თვითმკვლელობების ყველაზე საშინელი შემთხვევების შესახებ.





10. ციხე-სიმაგრე მასადა, ისრაელი


ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 73 წელს სიკარის საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს რომაელებს არ დანებებოდნენ. მეომრებმა ჯერ ყველა ქალი და ბავშვი მოკლეს, შემდეგ ცეცხლი ციხე - სიმაგრის კედლებსაც წაუკიდეს, ბოლოს კი თავადაც თავი მოიკლეს, რათა მტერს არ დამორჩილებოდნენ..


image

9. პილენაის ციხე- სიმაგრე, ლიეტუვა (ლიტვა)


1336 წელს პილენაის ციხე - სიმაგრის მცველებმა გადაწყვიტეს თავი დაეწვათ, ოღონდ ტევტონთა ორდენის რაინდებს ხელთ არ ჩავარდნოდნენ.



image



8. ქალაქი დენპასარი, ბალი


1906 წელს, ქალაქ დენპასარში შეჭრის დროს, ჰოლანდიის არმიამ უცნაური მსვლელობა იხილა. რაჯამ და სასულიერო პირებმა, ყველა დიდებულთან ერთად, თავიანთი სასახლე სრული დუმილით დატოვეს და მათკენ გაემართნენ. სიგნალზე ყველამ ერთმანეთის დახოცვა დაიწყო.



image



7. ქალაქი დემინი, გერმანია


1945 წელს პანიკის, სამხედრო პროპაგანდისა და დაშინების საშინელი მაგალითი შეიქმნა, რის შედეგადაც ქალაქ დემინში მცხოვრებლებმა თავი მასობრივად მოიკლეს, რათა ხელში საბჭოთა არმიას არ ჩავარდნოდნენ. ქალაქის მოსახლეობას ეშინოდა წამების, გაუპატიურებისა და დახვრეტის.


image

6. "სამოთხის კარიბჭე" რელიგიური მოძრაობა, კალიფორნია



"სამოთხის კარიბჭის" სექტა - ამერიკული რელიგიური მოძრაობა გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანი იმიტომ უნდა მომკვდარიყო, რომ მას კოსმოსურ ხომალდზე მოხვედრა შეძლებოდა და განადგურების პირას მყოფი დედამიწიდან გაქცევა.


image



5. მსოფლიო კულტი "მზის ტაძარი"


1984 წელს ლიუკ ჟორემ და ჯოზეფ დი მამბომ "მზის ტაძარი" დაარსეს, რომლის მიმდევრებსაც ასწავლიდნენ, რომ დედამიწაზე ცხოვრება - ილუზიაა, რეალობა კი მხოლოდ პლანეტაზე მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში ხელახლა დაბადების შემდეგ მიიღწევა.


image



4. საიპანის კუნძული, იაპონია



1944 წლის ივნისში საიპანის კუნძულის იაპონელმა მცველებმა, ამერიკული ჯარების მიერ ერთთვიანი ალყის შემდეგ, სარდლობის დავალებით, რიტუალური თვითმკვლელობა ჩაიდინეს. მათი უმრავლესობა კლდიდან გადახტა, რომელიც ახლა "სუიციდის კლდის" სახელს ატარებს.

image

3. ეკლესია "მოძრაობა ღმერთის ათი მცნების აღორძინებისთვის", უგანდა




ეს რელიგიური მოძრაობა 1980 – იან წლებში უგანდაში სამი ადამიანის მიერ დაფუძნდა, რომლებიც ყვებოდნენ თუ როგორ გამოეცხადათ ღვთისმშობელი, რომელმაც მათ ქადაგებისკენ მოუწოდა. მოძრაობის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ სამყაროს აღსასრული 2000 წლის 17 მარტს იქნებოდა. მითითებულ დღეს ეკლესიაში 500-ზე მეტი ადამიანი მივიდა, ისინი ლოცულობდნენ, გალობდნენ და შემწვარი ხარის ხორცს მიირთმევდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, ეკლესიაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ყველა იქ მყოფი დაიღუპა. მოგვიანებით, მოძრაობის კიდევ რამდენიმე მიმდევრის ცხედარი საკუთარ სახლში იქნა ნაპოვნი. დღესდღეობით, იმაზე კამათობენ ეს იყო მასობრივი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.


image

2. ტრაგედია უეიკოში, ტეხასის შტატი


"დავიდოვის ტოტის" სექტის კუთვნილი რანჩოსთვის ამერიკის ფედერალური ძალების მიერ ალყის შემორტყმის ოპერაციის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს პოლიციას სურდა რანჩოს ტერიტორია შეემოწმებინა იყო თუ არა ადგილზე უკანონო იარაღი, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა, შედეგად ოთხი აგენტი და სექტის 6 წევრი დაიღუპა. ამის შემდეგ სიტუაციაში უკვე "FBI"- ი ჩაეთო. ალყა 51 დღეს გაგრძელდა. მალევე აგენტებმა გადაწყვიტეს გაზით თავდასხმის ორგანიზება, რომლის დროსაც სახლში ხანძარი გაჩნდა და 76 ადამიანი დაიწვა. დღემდე უცნობია, ვინ იყო ცეცხლის გაჩენის ინიციატორი, თუმცა ოფიციალურ ორგანოებს სურთ დაიჯერონ, რომ ხანძარი სწორედ სექტის წევრებმა გააჩინეს, რათა მათ ხელში არ ჩავარდნოდნენ.


image

1. კულტი "სახალხო ტაძარი", ჯონსტაუნი


ამერიკელმა მქადაგებელმა ჯიმ ჯონსონმა თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცნობილი მასობრივი თვითმკვლელობა მოაწყო - მისი ქადაგების შემდეგ კულტის 913 მიმდევარმა შხამი მიიღო. თავად პასტორმაც თავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკლა, რაც დარწმუნდა რომ ყველა მსხვერპლი გარდაცვლილი იყო.



image




0
948
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
948