კინო მილა იოვოვიჩის ბიოგრაფია 2012, 9 სექტემბერი, 18:57 მილა იოვოვიჩი(მილიცა იოვოვიჩი, რუს. Милица Йовович) დაიბადა 1975 წლის 17დეკემებერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში.აღიზარდა რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებით.როდესაც მილა 5წლის იყო მისმა ოჯახმა საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.მოგვიანებით აშშ-ი გადავიდნენ. შტატებში დაბინავების შემდეგ მილა სწავლობდა სახელმწიფო სკოლაში და სულ რაღაც 3 თვეში ადვილად აითვისა ინგლისური ენა.სკოლაში მას ბავშვები დასცინოდნენ რადგან ის ემიგრანტი იყო საბჭოთა კავშირიდან. "მე მეძახდნენ კომუნისტს და რუს ჯაშუშს. მე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ვყოფილვარ ამხანაგური წრის წევრი.“ 1985 წელს ჩააბარა კალიფორნიის პროფესიონალ სამსახიობო სკოლაში. 1988 წელს პირველად შეასრულა როლი ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“. იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. 1992 წელს კრისტიან სლეიტერთან ერთად ითამაშა ფილმში „კაფსი“. სხვა კინოროლებიდან აღსანიშნავია: „მეხუთე ელემენტი“, „ჟანა დ`არკი“, „მეოთხე სახეობა“, „სახეები ბრბოში“.1994 წელს მილა იოვოვიჩი გახდა აშშ-ის მოქალაქე. სამსახიობო და სამოდელო კარიერასთან ერთად, იოვოვიჩმა 1994 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი The Divine Comedy. 2003 წელს კარმენ ჰოკთან ერთად შექმნა ტანსაცმლის ხაზი Jovovich-Hawk, რომელმაც 2008 წლამდე იარსება.მილა იოვოვიჩი არის საპროდიუსერო კომპანიის Creature Entertainment-ის მფლობელი. 101 2-ს მოსწონს
|