x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135696
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
საუკეთესო ჩანთების ტრენდები 2021 წლის ზაფხულში

image
გასულ წელს მაღალი ქუსლებისა და წვეულების ჩაცმულობის მიუხედავად, ელეგანტური ხელჩანთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაწუნებული ნივთი იყო უამრავი ადამიანისთვის. როგორც წესი, ადამიანები უპირატესობას უმეტესად პრაქტიკულ ჩანთას ანიჭებენ, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად იყვნენ და უარის თქმა არ მოუწიოთ საჭირო ნივთებზე. ჩანთას ჩვენს ცხოვრებაში და გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აუცილებელია ის რამდენიმე მოთხოვნას აკმაყოფილებდეს - იყოს ელეგანტური, მოდური, კომფორტული, პრაქტიკული და რაც შეიძლება მეტი ნივთის მოთავსება შევძლოთ. დიზაინრები ყოველთვის ცდილობენ ყველა ეს ნიუანსი გაითვალისწინონ და შემოგვთავაზონ ჩვენს ცხოვრების სტლზე მორგებული დიზაინი.

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ჩვენი მოლოდინები განსაკუთრებით იმატებს, მზად ვართ ახალი თავგდასავლებისთვის და სიახლეებისთვის. რეგულაციების მოხსნამ კი ჩვენი უფრო ხშირი გადაადგილება გამოიწვია. საშუალება მოგვეცა დაცსრებოდით საყვარელ ფესტივალებს, გამოფენებს და სხვა აქტივობებს. შესაბამისად, თუ შეზღუდვების ფონზე ჩვენი ჩანთები ნაკლებ ინტენსივობით პოულობდა გამოყენებას, ზაფხულში ეს რადიკალურად შეიცვალა. მართალია, შეიძლება უკვე გვაქვს საყვარელი ჩანთა, თუმცა ახლის შეძენა ის სიამოვნებაა, რომელზეც უარი არ უნდა ვთქვათ. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის ზაფხულის საუკეთესო ჩანთების ტრენდებს.

Chain Reaction

ჯაჭვის დეტალის შემოტანა პოპულალური 2019 წელს გახდა და სულ უფრო მეტად იმატებს პოპულარობას სხვადასხვა სამოსსა თუ აქსესუარში. გამონაკლისი არც ჩანთები ყოფილა და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტილია დღესაც. 2021 წელს ჯაჭვი უფრო მსხვილი გახდა, თუმცა ამის მიუხედავად ჩანთების დიზაინი ისეა გადაწყვეტლი, რომ ქალურობა არათუ იკარგება, არამედ მთლიანად ამ ხასიათსაა მორგებული. ასეთი ტიპის ჩანთა საკმაოდ ლამაზი და ელეგანტურია, მოსახმარად კი მარტივი და ხარისხიანი.

Curved Carryall

ამ სეზონზე აღნიშნული, მოხრილი საყელურის ტიპის ჩანთები კიდევ უფრო მეტად განახლებულია. ფართო, სუსტი და რბილი ჩანთის ეს სტილი 2021 წელს უფრო მეტად ჰპოვებს ამაღლებულ განწყობას და იდეალურად ერწყმის თავისუფლების თემას, რომელიც ასე ახლოა ყოველი ჩვენგანისთვის უკვე გადალახული შეზღუდვებიდან გამომდინარე.

On-Point Totes

წლევანდელი წელი კვადრატულ ფორმებს არ სწყალობს, თუმცა ამ სეზონზე აღნიშნული ტიპის ჩანთების განახლება ნიშნავს უფრო მეტად გლუვსა და მკვეთრს. აღსანიშნავია ისი, რომ ასეთი ტიპის ჩანთა საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულია. წელს მარნის, ჟივანშის, ვანდლერისა და ბოის ვარიანტებია ყველაზე მეტად გამორჩეული.

Tech Mate

დღევანდელ დღეს არსად გავალთ ჩვენი სმარტფონების გარეშე, რომელიც საკმაოდ გვიიოლებს ცხოვრებას და ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთს წარმოადგენს ჩვენთვის. აღნიშნული დეტალი დიზაინრებმაც გაითვალისწინეს და ჩანთებში ელეგანტურად დააინტეგრირებს ტელეფონის დამჭერები თუ ქეისები.

Shoulder Pads

გასულ წელს, მაშინ როდესაც უმეტესი დრო სახლში გავატარეთ, ყველა ჩვენგანი მიეჩვია დიდ კომფორტს, რომელიც ბევრ რამეს ნიშნავს დაწყებული ფუმფულა ფეხსაცმელებიდან დამთავრებული ჩვენი ბალიშებით. ეს დეტალი არც დიზაინრებს გამორჩენიათ და ამ სეზონის მხრის ჩანთებს აქვს ზედმეტად ელასტიური, გაბერილი ან შეფუთული ტყავი.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0