x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ ასწავლიდნენ ნაცისტები ძაღლებს ლაპარაკს, კითხვასა და წერას

image


ადოლფ ჰიტლერის ცალკეული ხალხების მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილის მიუხედავად, ნაცისტსტთა ლიდერს ძაღლების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, პირიქით, ისინი მას ძალიან უყვარდა და პატივსაც სცემდა. ჰიტლერს განსაკუთრებული სისუსტე გერმანული ნაგაზის მიმართ ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც დაუჭირა მან მხარი ძაღლების სპეციალური სკოლის "Tier-Sprechschule ASRA"- ს შექმნის იდეას, გასული საუკუნის 30-იან წლებში, სადაც მათ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლაპარაკს, კითხვასა და წერასაც კი ასწავლიდინენ. სკოლაში, ძირითადად ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოდ გაწვრთნილ ძაღლებს ატარებდნენ. მართალია, ერთი შეხედვით, ეს უცნაური იდეა დროთა განმავლობაში ჩავარდა, თუმცა ნაცისტებმა ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს მაინც მიაღწიეს.


image


მე -19 საუკუნეში გერმანელებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ ძაღლებს ადამიანებზე ნაკლები ინტელექტი არ ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ არამარტო ლაპარაკი, არამედ ლექსების წერა და თვლაც კი შეეძლოთ. ფოტოზე "უმაღლესი რასის" არქიტექტორი ადოლფ ჰიტლერი ევა ბრაუნთან ერთად ბერგჰოფში ძაღლების სეირნობისას არის აღბეჭდილი.


image


"Tier-Sprechschule"- ის ძაღლების სკოლა მარგარეტ შმიტის მიერ 1930 წელს საკუთარ სახლში, ჰანოვერთან ახლოს, მდებარე ლოიტენბურში იქნა დარსებული, რომელმაც 1945 წლამდე იარსება. ამბობდნენ, რომ ჰიტლერი ძაღლების ამეტყველების იდეას გარკვეული ფანატიზმით ეპყრობოდა, რომლებსაც მისი აზრით მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეეძლოთ, შესაბამისად, აღნიშნულ სკოლას ის სწორედ ამიტომაც უჭერდა მხარს ასე აქტიურად. სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "კურსდამთავრებული" გახლდათ ნაგაზი, რომელიც კითხვაზე, "თუ ვინ არის ადოლფ ჰიტლერი?", შეეძლო ყეფით "მაინ ფიურერი" ეპასუხა.


image


ჰიტლერს თავის საყვარელ შინაურ ცხოველთან - ბლონდისთან დროის გატარება განსაკუთრებით უყვარდა, თუმცა ფიურერის დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, მისმა გერმანულმა ნაგაზმა ენა ვერ ამოიდგა და ლაპარაკი საბოლოოდ, მაინც ვერ ისწავლა. როდესაც ნაცისტებმა 1933 წელს ძალაუფლება ხელში აიღეს, მიღებულ იქნა ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონი, რომელიც სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


image


ნაცისტები ადამიანებსა და ძაღლებს შორის ტელეპათიური კავშირის განვითარებას ცდილობდნენ, უცნობია ამ მცდელობების შედეგი რითი დასრულდა, თუმცა სავარაუდოდ, ექსპერიმენტი ჩავარდა.


image


"სს"-ი წევრები ოცნებობდნენ, რომ სკოლის "კურსდამთავრებულები" ადამიანებს შეცვლიდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში მათ ნაცვლად მცველებად იმსახურებდნენ.


image


ადოლფ ჰიტლერის მეუღლეს, ევა ბრაუნს ორი შოტლანდიური ტერიერი მეტსახელად - ნეგუსი და სტასი ჰყავდა. კიდევ ერთი ტერიერი როლფი სკოლის ნამდვილ "სასწაულად" იქცა. ამბობდნენ, რომ მას თათებით ასოების წერის გარდა, ასევე პოეზიაზე, თეოლოგიასა და ფილოსოფიაზე აზრის გაზიარებაც კი შეეძლო.


image


მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ნაგაზი ბლონდი ძაღლების სკოლაში მიღების კანდიდატი საბოლოოდ, მაინც ვერ გახდა, მან თავისი მთავარი ფუნქცია ყველაზე უკეთ შეასრულა - ის საკუთარ ერთგულ პატრონს განწყობას ყოველთვის უმაღლებდა. ჰიტლერს ბლონდი 1941 წელს საკუთარმა თანამოაზრემ მარტინ ბორმანმა აჩუქა, თუმცა ფიურერის საყვარელი ძაღლი ვერასდროს წარმოიდგენდა თუ რამხელა ბოროტება მოუტანა მისმა პატრონმა სრულიად სამყაროს.


image


მრავალწლიანი წრთვნების მიუხედავად, ნაცისტებს შეეძლოთ მხოლოდ კარგად გაწვრთნილი ძაღლებით ეამაყათ, და არა ამეტყველებული ცხოველებით, თუმცა ფაქტია, რომ გერმანელებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ადამიანებზე უფრო მეტად კი უყვარდათ.




















0
336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
336