x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ინტერვიუ პედაგოგ მზისერი მართალიშვილთან
*გამარჯობა.პირველ რიგში წარგვიდგინეთ საკუთარი თავი: სახელი, გვარი და პროფესია

-გამარჯობა, მე ვარ მზისერი მართალიშვილი, გეოგრაფიის პედაგოგი

*რამდენი ხანია რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით?

-უკვე ერთი წელი და რამდენიმე თვეა, რაც გეოგრაფიას ვასწავლი


*რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და რა იყო ამ შემთხვევაში თქვენი მოტივაცია.

-პირველი და მთავარი “წყარო", თუ რატომ გადავწყვიტე მასწავლებლობა არის ბავშვებისადმი სიყვარული, ის გარემო სადაც ივსები ენერგიითა და სიახლეებით.შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მახსენდება-ერთი ძალიან კარგი ადამიანის სიტყვები, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს გვიკითხავდა-“აირჩიო უნდა ისეთი პროფესია, რომელიც პურს გაჭმევსო".

*რას გრძნობთ, როცა ბავშვებთან გაქვთ ურთიერთობა და ზოგადად რა სირთულეებს აწყდებით ამ მხრივ?

-ვფიქრობ, არ არსებობს პროფესია, რომელსაც თან სირთულეები არ ახლავს- მითუმეტეს, როცა საკლასო ოთახში შედიხარ და 19, 20 ან მეტი ბავშვი გხვდება-ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას განსხვავებული სააზროვნო უნარი აქვს, რომელსაც უნდა მოუსმინო, აწონ-დაწონო და შესაბამისი პასუხი გასცე.

*რა განსხვავებებს ხედავთ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მასწავლებლებში, აქვთ თუ არა მათ განსხვავებული მიდგომები.

-ჩემი აზრით, ასაკობრივ კატეგორიებში არ იკითხება განსხვავებული მიდგომები.არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გარკვეულ საკითხზე იდენტური პასუხი ექნება, შესაბამისად ყველა მასწავლებელს სწავლებისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს და განსხვავებული აქტივობებით წარმართავს საგაკვეთილო პროცესს.

*რა ინოვაციების შეტანას ცდილობთ სწავლების მეთოდებში და რას სწავლობთ ბავშვებისგან თავად?

-მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს სიახლეზე ორიენტირებული, მითუმეტეს როცა ახალგაზრდათა იდეები მუდმივად იცვლება და იხვეწება.ჩემი პირადი შეხედულებით, გაკვეთილი მოსწავლეზე უნდა იყოს მორგებული, მათი სურვილები გასათვალისწინებელი...ამის შემდგომ უკვე საგაკვეთილო მასალიდან გამომდინარე იქვე უნდა შექმნა აქტოვობა, ან აქტივობები.ბავშვებისგან მუდმივად, ყველა ფეხის ნაბიჯზე ვსწავლობ ახალს და ახალს, რაც მეხმარება პროფესიულად მეტად გავიზარდო.

*რა ცვლილებებს შეიტანდით განათლების სისტემაში?

-ამ კითხვაზე დავფიქრდებოდი...

*ბოლოს მინდა გკითხოთ, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ პედაგოგობა, თუმცა ორჭოფობენ გარკვეული მიზეზების გამო?

-ახალგაზრდებო, რომლებიც ენერგიით, უამრავი სასარგებლო იდეით აღსავსენი ხართ და გსურთ მასწავლებლობა, თუმცა ორჭოფობთ-აქ საფიქრალი არც არაფერია-სჭირდებით მომავალ თაობას, რომელთა ხელშიცაა თქვენი კეთილდღეობა.

-სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა მსგავსი საინტერსო პასუხებისა და დროის გამონახვისთვის. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა პედაგოგებისთვის თქვენი სიტყვები სამოტივაციო აღმოჩნდება.



1
5
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ქარცივაძე
ნატო ქარცივაძე
5
  
2021, 23 ივლისი, 23:25
შესანიშნავი კორესპოდენტი...❤
0 1 1