ქალი და მამაკაცი რატომ მე და არა ის? 2012, 9 აპრილი, 10:11 გადავწყვიტე, სურპრიზი მომწყო... მის ეზოში ბოლო გამოშვების bmw-თი მივსულიყავი, სარკეში თმა შემესწორებინა, მერე კარი ნელა გამეღო და კიდევ უფრო ნელა გადმოვსულიყავი მანქანიდან, ჯერ მარცხენა ფეხი, მერე მარჯვენა... ამ დროს ცოტაოდენი სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩემი ისედაც მოკლე კაბა უფრო არ დამოკლდეს... ამის შემდეგ მასთან ვრეკავ და ორი თითის მოძრაობით ვაგდებ ლამის "ბიჩოკამდე" ჩასულ სიგარეტს. . . ყურმილს ჯერ არ იღებს, მაგრამ ვიცი, ფანჯარასთან, ფარდის უკან დგას და მე მიყურებს. . . 5 წუთის შემდეგ მისი კარის ხმაურიანი დაკეტვის ხმა ისმის და მისი ხმაურიანი ჩამოსვლა კიბეებზე... ამის შემდეგ, ალბათ მთელი დღე ერთად ვიქნებოდით, მერე მარტო ჩვენ ორნი რამის ქალაქში ვისეირნებდით და ბოლოს, ისევ მის ნაბიჯებს დავითვლიდი, სანამ კიბეებზე ავიდოდა და სახლში ასული არ მახარებდა, რომ თურმე ოთხი სართულის დაბრკოლება წარმატებით გადალახა... თუმცა, მცირედი განსხვავებით, ისევ ფანჯარსთან, ფარდის უკან დგომას და ლოდინს ვამჯობინებდი ... :))) 1575 10-ს მოსწონს 1-ს არა
|