x
image
თუთიკო ბერძენა
ქართველები უცხოეთში ნამდვილად არსად დავიკარგებით , თუნდაც საკონცენტრაციო ბანაკში... ჩვენ რატომღაც მარტო საკუთარ ქვეყანაში ვიკარგებით..
დაახლოებით 10 დღის წინ ქუთაისში ამ პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია მძიმე ტრავმის გამო. ექიმების უმრავლესობამ ალბათ იცნო ეს იშვიათი დაავადება – I ტიპის ნეიროფიბრომატოზი (რეკლინგჰაუზენის დაავადება). ვინც არ იცის, გენეტიკურია და აუტოსომურ–დომინანტური ტიპით გადაეცემა.

image


ჰოდა, გაგიზიარებთ ერთ ისტორიას.
1944 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩავიდა სამედიცინო ინსპექცია ჰიმლერის მითითებით. გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებს უნდა შეერჩიათ ტყვეებს შორის არსებული ექიმები და თუ მათი ცოდნა დააკმაყოფილებდათ, გადაიყვანდნენ გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ანატომიური კათედრების დამხმარე პერსონალად. მასპინძლობას ამ დელეგაციას უწევდა რაიხის თვალსაჩინო ექიმი და ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტებით სახელმოხვეჭილი იოზეფ მენგელე. ებრაელი ექიმები ცხადია არც განიხილებოდნენ. ტყვეებიდან ამოარჩიეს 115 პრაქტიკოსი ექიმი და შეუდგნენ მათ გამოცდას. აქედან ორი ქართველი. ცხადია, გერმანელი პროფესორების მოთხოვნები უმეტესობამ ვერ დააკმაყოფილა. მენგელეს განცხადებით უცოდინარი ექიმი ღირსი არ იყო სიცოცხლისა და რამდენიმე ასეთი ექიმი იქვე ცოცხალ ანატომიურ პრეპარატად აქციეს და სხვებს მათზე ჩაუტარეს გამოცდა. ბოლოს შეირჩა 30 ექიმი, მათ შორის ერთი ქართველი. ყველა ისინი მიიყვანეს ერთ ტყვე–პაციენტთან, დაათვალიერებინეს და მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰ. ნოიბურგერმა ამაყი სახით დასვა კითხვა, თუ რა დაავადება იყო ეს. საკვირველია, მაგრამ ვერც პოლონელმა, ვერც რუსმა, ჩეხმა და სხვებმა ვერ დაასახელეს ეს პათოლოგია. ამან ისე გააცეცხლა გერმანელი ექიმები, რომ ყველა მათგანი ქვის სამტეხლოებში გაამწესეს. მხოლოდ ქართველმა ექიმმა განაცხადა, რომ ეს იყო ფრიდრიხ ფონ(!) რეკლინგჰაუზენის დაავადება. გერმანელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა გენიალური ვირხოვის მოწაფის სახელი გაიგონეს (თანაც უბრალო კაცის კი არა, ბარონის (ფონ!)) მათი გადაწყვეტილებით ქართველი ექიმი გაამწესეს ვიურცბურგის უნივერსიტეტის ანატომიის ინსტიტუტის პრეპარატორად, სადაც ადრე პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე თვითონ რეკლინგჰაუზენი იყო. ჩემთვის უცნობია ვინ იყო ეს ექიმი ან რა ბედი ეწია, მაგრამ ცხადია, ამ შემთხვევაში ცოდნა სიცოცხლის შენარჩუნების ფაქტორად მოგვევლინა.


ასე ჩანს, ქართველები უცხოეთში ნამდვილად არსად დავიკარგებით, თუნდაც საკონცენტრაციო ბანაკში... იქიდანაც გამოვძვრებით.....ჩვენ რატომღაც მარტო ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ვიკარგებით..
0
469
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0