x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იმდენად ყალბი ხარ და მდაბიო თავს უფლებას აძლევ ყველას დასცინო" - რამ აღაშფოთა ნუკა არველაძე

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე ჟურნალ "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფეიბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მან თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს "უპრინციპოები", "უსირცხვილოები" და "უთავმოყვარეოები" უწოდა. ჩერგოლეიშვილის თქმით, გუშინ, საღამოზე დამსწრე "ცნობილი სახეები" "სოციალური მცოცავების" მქონე დეფინიციის მქონე ხალხია, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის სიახლოვეს ყველგან არიან: "შენი ეს რეაქცია ზუსტად მეტყველებს იმ სიბნელეზე და ტოტალიტარიზმისკენ სწრაფვაზე, რაც იმდენად გაგიჯდათ ძვალ-რბილში ადგილსც კი ვერ პოულობ! თქვენ ყველა ერთად შეკრებილები, კალაძის წარდგენაზე მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის – ერთი მათგანის მტვერის ფასიც არ ხართ!! რასაც ფიქრობ წერ იმას და ეს ნათელ სურათს აჩვენებს, რა დონეზე გძულს ადამიანები, ვინც შენს შიზოფრენიას არ იზიარებს!!! იმდენად ყალბი ხარ და მდაბიო თავს უფლებას აძლევ დასცინო და შეურაცხყოფა მიაყენო ყველას. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ – კარგია რომ თვითლუსტრაციას ახდენ და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის კასტრაციაც გადასარევად გამოგდით!!! ასე გააგრძელე!" - წერს ნუკა არველაძე. ახლა კი, წარმოგიდგენთ თამარ ჩერგოლეიშვილის სწორედ იმ სტატუსს, რამაც ჟურნალისტის აღშფოთება გამოიწვია: "კალაძის სტუმრები ხომ ნახეთ? “ცნობილი სახეები” – “სახეები” რომლებსაც ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ – არა ღირსება, არა პრინციპები, არა სირცხვილი, არა თავმოყვარეობა. მთავარია ურთიერთობების კიბეზე სადღაც მიცოცავდნენ. აი ეგ ხალხია “სოციალური მცოცავის” დეფინიცია. მცოცავები ყველგან არიან (როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის სიახლოვეს) და სადღაც მიცოცავენ. ეგენი არიან უმსგავსობის მთავარი enabler- ები." – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მთაწმინდის პარკში პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.











0
146
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
146