სხვა არყით მოწამლული,არაყმა გადაარჩინა 2012, 9 სექტემბერი, 15:19 უნიკალური შემთხვევა მოხდა აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც სრულიად უიმედო პაციენტი არყით გადაარჩინეს სიკვდილს.მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ქარხნის მუშამ ადამ ლანგარიჯმა გადაწყვიტა, ცოტა გადაეკრა, მაგრამ არყის ნაცვლად, მოზრდილი ჭიქა ანტიფრიზი დალია და ზედ ფორთოხლის წვენი დააყოლა.უბრალო შეცდომა ტრაგიკულად დასრულდებოდა, რომ არა იდეა, რომელიც ერთ-ერთ ექიმს გაუჩნდა:მან კოლეგებს შესთავაზა, ეცადათ, არყის შემცვლელი ეთილის სპირტით გაენეიტრალებინათ მომწამვლელი სითხის მოქმედება.ექსპერიმენტმა გაამართლა ადამ ლანგრიჯი გადარჩა, გამოჯანმრთელდა და ახლა იფიცება, რომ ცხოვრებაში ერთ წვეთ ალკოჰოლსაც აღარ გაეკარება. 88 9-ს მოსწონს
|