x
მომავალ კვირას, 16 რიცხვში იხსნება ბაგრატის ტაძარი. ყველა მობრძანდით ამ დიდებული ტაძრის გახსნაზე.

imageმომავალ კვირას, 16 სექტემბერს იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ეს ტაძარი, როგორც იქნა 320 წლის შემდეგ აღდა. ბაგრატი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. როგორც მოგეხსენებათ 1003 წელს ეს ტაძარი, ბაგრატ III ააგებინა. ბაგრატ მეფე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო. 1692 წელს კი ეს ტაძარი ოსმალებმა შემუსრეს. და აი ახლა დადგა დრო ამ ტაძრის აღდეგინსა და კურთხევისა.

1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.

მომავლა კვირას პატრიარქი ჩამობრძანდება და საზეიმო წირვას ჩაატარებს. პატრიარქმა ყველა პოლიტიკურ ძალას, მთავრობა და მხედრობას მოუწოდა აქ შეკრება. მთელი ერი ამ ტაძრის გახსნაზე უნდა შევიკრიბოთ.

2
129
2-ს მოსწონს
ავტორი:გარინჩაა
გარინჩაა
129
  
2012, 9 სექტემბერი, 14:28
ვერ მივხვდი?
2012, 9 სექტემბერი, 13:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2