საზოგადოება ჩემმა ცოლმა "ანგარიში" გაათანაბრა 2012, 9 სექტემბერი, 12:55 დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ერთმანეთი ინსტიტუტში გავიცანით. მალე ჩვენი ამბავი ყველამ გაიგო. მესამე კურსზე დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ისევ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი სიყვარულის რომანტიკა ბავშვების დაბადებამდე გაგრძელდა. დამხმარე არავინ გვყავდა, ოჯახს კი რჩენა უნდოდა და მეც იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი ჩემს მეგობარს, მასთან ერთად პატარა ბიზნესისთვის მოგვეკიდა ხელი. საქმე კარგად წავიდა და პატარა ბიზნესი დიდ ბიზნესში გადაიზარდა. ხშირად ქალაქიდანაც მიწევდა გასვლა და რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში არ ვიყავი. მერე ისე მოხდა, რომ საყვარელი გავიჩინე. თამუნამ ეს იგრძნო. როგორც მერე მითხრა, ქალის სუნამოს სურნელმა გამცა.ერთხელ ოფისთან დამიდარაჯდა და ფაქტზე დამიჭირა. საყვარელთან ერთად გამოვედი შენობიდან და ჩემს მანქანაში ვჯდებოდით, მაშინ დამადგა თავს. ისეთი სცენები მომიწყო იძულებული გავხდი, სახეში გამერტყა. ამან გამოაფხიზლა, მაგრამ დამემუქრა სამაგიეროს გადაგიხდიო. ამ დღის მერე თამუნა სხვანაირად იქცეოდა, ხშირად გადიოდა სახლიდან და მთელი დღე არ ბრუნდებოდა, მერე გავიგე სამსახური უშოვია. აღარ დავუშალე. ერთ საღამოს კი საერთოდ შემირიგდა, მასთან ვნებიანი ღამე გავატარე, მეორე დილას როცა მეგონა, რომ საბოლოოდ შევრიგდით, ჩემმა ცოლმა განმიცხადა, ახლა ერთით ერთია, სამაგიერო გადაგიხადე და ახლა შენ გადაწყვიტე, დავრჩებით ერთად თუ არაო. სამაგიერო კი იმით გადამიხადა, რომ სხვა კაცთან მიღალატა. ეს ჩემთვის შოკი იყო, კინაღამ ინფარქტმა დამარტყა, რა აღარ ვუწოდე. იმ დღეს სახლიდან წამოვედი. ჩემი ნივთები ჯერჯერობით არ წამომიღია და არც ვიცი, წამოვიღებ თუ არა. ახლა მარტო ყოფნა მინდა, რომ გადაწყვეტილება მივიღო 275 7-ს მოსწონს 1-ს არა
|