რელიგია სვეტიცხოველში სლავური გალობის გამო აღშფოთებულ უვიცებს ვინმემ აუხსნას...ბიძინა გიორგობიანი 2021, 17 ივლისი, 17:25
ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სვეტიცხოველში სლავური გალობის გამო აღშფოთებულ უვიცებს ვინმემ აუხსნას, რომ 1) ქრისტეანული მსახურება პოლიტიკური აქცია არ არის. 2) ქართული მრევლი სხვადასხვა ქვეყნებში ქართულად ატარებს წირვა-ლოცვას და გალობს ქართულად. მსახურება ხშირად ტარდება კათოლიკურ, ევანგელისტურ და სხვა კონფესიების სახლებში და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებიც არ ერევიან ქრისტეანთა ცხოვრებაში. 3)არ მახსოვს შემთხვევა, ქართველი მღვდელი ჩამოსულიყოს ბერლინში და რუსულ ტაძრის წინამძღვარს უარი ეთქვას თანამწირველობასა ან სრულად ქართულად წირვაზე, ერთ-ერთმა დიაკონმა ქართულადაც დაისწავლა კვერექსი, შემდეგ კი სერბებმა შაბათს მთლიანად დაგვითმეს ტაძარი. 4) ქრისტეანული რელიგია არ არის ნაციონალური გრძნობების ინკუბატორი, ის ადამიანისა და ცოცხალი შემოქმედის ურთიერთობაა ლოცვით და შემეცნებით. დაბოლოს 5) შორს “პოლიტიკოსთა” ბინძური სურვილები ქრისტეს სახელისაგან.-წერს გიორგობიანი. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა და გალობა რუსულ ენაზე შესრულდა. მალევე საპატრიარქო იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებინა ჟურნალისტებისათვის: "განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს, "- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. " 189 5-ს მოსწონს
|