ისტორია როგორც დაიღუპა სტალინის შვილი- იაკობ ჯუღაშვილი(საარქივო დოკუმენტების ქრონიკა) 2021, 16 ივლისი, 10:25 80 წლის წინ.1941 წლის 16 ივლისს, ალყის გარღვევის მცდელობისას, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი უგზო-უკვლოდ გაქრა. მალე ნაცისტურმა პროპაგანდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტალინის შვილი მათთან ტყვეობაში იმყოფებოდა. და რომ იგი თავის გადარჩენის მიზნით ნებაყოფლობით ჩაბარდა. მოგვიანებით, იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ იგი ნებაყოფლობით კი არა, იძულებით ჩაბარდა. ის საკუთარ გვარს არ ასახელებდა, თუმცა მის მაგივრად ეს სხვა ტყვეობაში მყოფმა თანამებრძოლებმა გააკეთეს. 1941 წლის მაისში, გერმანიის სსრკ-ში შეჭრამდე ერთი თვით ადრე, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი დაინიშნა საარტილერიო ბატარეის მეთაურად. სტალინმა თითი არ გაანძრია იმისთვის, რომ შვილი სადმე თბილ უსაფრთხო შტაბში მოეწყო. მან მშრალად უბრძანა იაკობს: "წადი და იომე!" ჰაუბიცების მე-14 პოლკის უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი ომის პირველ დღეს ყუბანში გამართულ სამხედრო სწავლების დროს შეხვდა. მეორე დღეს მათი დივიზია გადაანაწილეს საომარ ზონაში. მან მოასწრო და გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა მეუღლე იულიასა და ქალიშვილ გულიას, სთხოვდა, რომ არ ინერვიულონ მასზე. სვეტლანა ალილუევა იხსენებს: ”რა ეშმაკმა უბიძგა, რომ ეს ჰაუბიცები აირჩია! ოფიცერმა არ უნდა მიატოვოს იარაღი, ამიტომ იგი დარჩა იქ თავისი ჰაუბიცებით ” 24 ივნისიდან 7 ივლისამდე ის გამოირჩეოდა ბელორუსის ქალაქ სენოსთან ბრძოლებში. რამდენიმე დღის შემდეგ მე -20 არმიის ნაწილები, რომელიც მე -14 სატანკო დივიზიას მოიცავდა, ალყაში მოექცა. 1941 წლის 16 ივლისს ჯუღაშვილის კვალი იკარგება. -რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივი (РГАСПИ)ფონდი 558, აღწერა 11, ფაილი 1555, -ინახება ორიგინალი დოკუმენტი - 1946 წლის 14 სექტემბრის ექვსგვერდიანი მოხსენება სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ კრუგლოვისადმი, რომელსაც ხელს აწერს ბერლინის კომენდანტი. გენერალი ი. სეროვი, რომელიც ნათელს ჰფენს სტალინის შვილის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნას და მისი გარდაცვალების დეტალებს. ეს დოკუმენტი ორიგინალია, ამბობს დოკუმენტალისტი ლანა ფარშინა. დოკუმენტში სიტყვასიტყვით ნათქვამია: ”10 ივლისს ბერლინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა სექტორმა დააპატიმრა გერმანიის ძალების ცენტრალური ჯგუფის გენერალური შტაბის 1-C განყოფილების თანამშრომელი, გენსგერ პაული. დაკითხვისას მან აღიარა, რომ 1941 წელს ქალაქ ბორისოვში, როგორც თარჯიმანი, არტილერიის უფროსი ლეიტენანტის, ჯუღაშვილი იაკობის დაკითხვაში მონაწილეობდა. დაკითხვას ატარებდა 1-C განყოფილების კაპიტანი, საიმპერატორო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მე -5 განყოფილების თანამშრომელი, დოქტორი შულცე. დაკითხვის შემდეგ, ჯუღაშვილი გააგზავნეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ... მოგვიანებით გაირკვა, რომ 1945 წელს ამერიკელებმა დააკავეს ზაქსენჰაუზენის ბანაკის 15-ზე მეტი თანამშრომელი. სსრკ-მ სთხოვა ამერიკულ მხარეს შემდგომი გამოძიებისთვის ტყვეები გადმოეცათ, რადგან ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი მათ ტერიტორიაზე მდებარეობდა.(ორენბურგში). ამერიკელებმა გადასცეს დაკავებულები, მათ შორის იყო ბანაკის კომენდანტი კაინდლი და სს-ის პოლკოვნიკი და უსაფრთხოების ბატალიონის მეთაური ვეგნერი. დაიკითხვის დროს ვეგნერმა დაადასტურა გენსგერ პაულის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაკობ ჯუღაშვილი მართლაც სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბანაკის ციხეში, შემდეგ კი, ჰიმლერის მითითებით, გადაიყვანეს სპეციალურ ბანაკში "A". ეს ბანაკი შედგებოდა სამი ყაზარმისგან, რომლებიც ქვის კედლით იყო შემოფარგლული, ხოლო კედლის ღობის იქით, ორიოდე მეტრის დაშორებით სამი მავთულხლართებიანი ღობე იყო აღმართული.ერთ-ერთ მათგანში გადიოდა მაღალი ძაბვის დენი. გესტაპო ცდილობდა გერმანელებს ჩაბარებული მოღალატე გენერალი ბესონოვი გამოეყენებინათ ჯუღაშვილთან საერთო ენის მოსაძებნად, რათა დაერწმუნებინა, რომ მათთან ეთანამშრომლა. გენერალმა ბესონოვმა, ჰიმლერის დავალებით, დაწერა პროექტი რუსეთის რეორგანიზაციის შესახებ, გერმანიის პრინციპების გათვალისწინებით. კაინდლმა იცოდა, რომ ბესონოვი და ორი პოდპოლკოვნიკი იყვნენ გესტაპოს აგენტები, ერთ წელზე მეტხანს მუშაობდნენ გერმანელების ხელმძღვანელობით წითელი არმიის დეგრადაციაზე, მაგრამ რაღაც დააშავეს და ამიტომ ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. გუსტავ ვეგნერის ჩვენების მიხედვით გაირკვა, რომ 1943 წლის მარტში კომენდანტ კაინდელთან ერთად სპეცბანაკი "A" -ს ტერიტორიის შემოვლის დროს ყურადღება მიიპყრო No-2 ყაზარმამ, რადგან ამ დღეს ციხიდან ორი უფროსი ლეიტენანტი უნდა გადმოეყანათ ბანაკში, რომელთაგან ერთი სტალინის შვილი იყო, ხოლო მეორე - მოლოტოვის ნათესავი. "ამავე დროს, მას ვუბრძანე, (კომენდატს) რომ ბანაკში რუსულად გამოქვეყნებულიყო სამხედრო ტყვეების ქცევის წესები. მეორე დღეს ამ ბარაკში გადმოიყვანეს გენერალი ბესონოვი, ორი პოდპოლკოვნიკი და უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი იაკობი და კოკორინი. გენერალ-მაიორი ბესონოვი გერმანელებმა ქალაქ პოზნანის მოზარდ- დივერსანტთა სკოლის ხელმძღვანელად დანიშნეს, თუმცა ამჟამად დაკავებული იყო." დაკითხვის დროს ვეგნერმა თქა, რომ იგი რამდენჯერმე მივიდა ჯუღაშვილთან და ჰკითხა, რა თხოვნები ჰქონდა. იგი გაზეთების გარდა არაფერს ითხოვდა, რომელთა საშუალებით აინტერესებდა ფრონტის მდგომარეობა. მას არასდროს უთქვამს საკუთარი გვარი. იგი დამოუკიდებლად იქცეოდა და გარკვეულწილად აგდებულად იქცეოდა ბანაკის ადმინისტრაციის მიმართ. ”უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, არ ესაუბრებოდა არავის, მათ შორის არც გენერალ ბესონოვს, არასდროს მიუმართავს რაიმე თხოვნით ბანაკის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ ძალიან იყო დაინტერესებული ფრონტის მდგომარეობით."(ვეგნერის ჩვენებიდან) დაკითხვის დროს ბანაკის კომენდანტმა კაინდლიმ განმარტა, რომ ერთხელ, ჯუღაშვილის თხოვნით, გაზეთების გარდა, მან გადასცა რუკა, რომელშიც მითითებულია წითელი არმიის და გერმანიის ჯარის პოზიცია. ჯუღაშვილი მას დიდხანს და ფრთხილად სწავლობდა. კითხვაზე-ომის შედეგების შესახებ, იგი ამბობდა, რომ წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ წითელი არმია გაიმარჯვებდა. ტყვეობაში ყოფნის დროს ის საერთოდ გერმანელებთან არავითარ გარიგებაზე არ წავიდა.. "1943 წლის ბოლოს უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი მოკლული იქნა გუშაგის მიერ შემდეგ გარემოებაში: დაკავებული № 2 ყაზარმის ტერიტორიაზე სხვებთან ერთად დასეირნობდა. საღამოს 7 საათზე სს- ის ოფიცერმა იუნგლინგმა, რომელიც მათ მეთვალყურეობდა, უბრძანა ბარაკში შესვლა, ყველანი წავიდნენ, ჯუღაშვილი კი დარჩა და ბანაკის კომენდანტთან შეხვედრა მოითხოვა. საპასუხოდ სს- ის ოფიცერმა იუნგლინგმა გაუმეორა ბრძანება, მაგრამ ჯუღაშვილმა უარი თქვა მის შესრულებაზე. ჯუღაშვილმა ნეიტრალური ბილიკი გადაკვეთა მავთულხლართებისკენ წავიდა. გუშაგები უყვიროდნენ: "გაჩერდი, თორემ გესვრით!" ყვირილის შემდეგ, ჯუღაშვილმა შეიგინა, გიმნასტურა გადაიღეღა და დაიყვირა: "მესროლე!" გაისმა სროლის ხმა."(კაინდლის ჩვენებიდან) -ამავე დროს, არცერთ დაკითხულმა არ დაასახელა მსროლელი გუშაგის სახელი. არსებობს ვერსია, რომ სწორედ იუნგლინგმა ესროლა სტალინის შვილს კაინდლის ბრძანებით. ამიტომ მათ მოწმის თავიდან აცილება მოისურვეს, რადგან გააცნობიერეს, რომ ომის შედეგი უკვე გაურკვეველი იყო და სტალინის შვილს შეეძლო მათ წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. წინასწარ მოიშორეს მოწმე. გარდა ამისა, ამ ბანაკამდე იაკობი სხვებიც ნახა და ბევრი რამ იცოდა, - ამბობს დოკუმენტალისტი ფარშინა. „ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ბანაკის კომენდანტს, ანუ კაინდლს. ის ცდილობდა ბანაკის გუშაგისთვის გადაებრალებინა ყველაფერი, რომლის ვინაობას არც არავის დაუსახელებია, ან უბრალოდ ყველაფერი თვითმკვლელობად გაესაღებინა. საბჭოთა ჩეკისტები თვლიდნენ რომ კიანდლი დამნაშავე იყო სტალინის შვილის სიკვდილში. კაინდლმა სიტუაციის დრამატიზაციისთვის ისიც დაძინა, რომ, როდესაც იაკობს ესროლეს, იგი პარალელურად მაღალი ძაბვის მავთულხლართს ჩაეჭიდა, იგი დაეცა მავთულხლართების მეორე რიგთან, ასეთ მდგომარეობაში ეგდო სტალინის შვილი 24 საათი, სანამ ჰიმლერმა არ ბრძანა, გვამიც კრემაცია მოეხდინათ. კრემაციის წინ ექპერტიზამ "დაამტკიცა", რომ ჯუღაშვილი ჯერ მაღალმა ძაბვამ მოკლა და მხოლოდ ამის შემდეგ ესროლეს თავში. 5359 6-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge