საზოგადოება წარსული ფოტოების გამეორება - დრო გარბის, ჩვენ არ "ვიცვლებით" 2021, 16 ივლისი, 10:04 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
![]() ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა PastAndPresentPics ანუ წარსულში გადაღებული ფოტოების გამეორება აწმყოში. საზოგადოებაში, ნახავთ, რომ თითქმის ყოველი მეორე იმეორებს წარსულის ფოტოს და იგივე ვითარების აღბეჭდვას ცდილობს მრავალი წლის შემდეგაც. ამ შედარების წყალობით, შეგიძლიათ დროის შეგრძნება და იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეიცვალა, უცვლელია ჩვენი ჰობი, გულწრფელი ღიმილი და ერთმანეთის სიყვარული. ამ ყველაფერს კი დღევანდელი სტატიის კრებული ამტკიცებს. წარსული ფოტოების გამეორება - დრო გარბის, ჩვენ არ "ვიცვლებით"1. მე და ჩემი კატა 12 წლის ინტერვალით. ![]() 2. მე და ჩემი ვაჟი ვერთობით ქსეროქსის აპარატით. უწინ და ახლა. ![]() 3. არა და, 10 წელი გავიდა. ![]() 4. ისევ გავიმეორეთ. ![]() 5. ჩვენ 32 წლის შემდეგ. ![]() 6. პირველი და უკანასკნელი ფოტო ჩემს კატასთან. ყოველ დღე მენატრება. ![]() 7. უკომენტაროდ. ![]() 8. ესეც მე 22 წლის შემდეგ. ![]() 9. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ 13 წლის შემდეგაც. ![]() 10. ჩვენი ოჯახი 1988 და 2019 წლებში. ![]() 11. ჩემს დებთან ერთად 1985 წელს გადაღებული ფოტო გავიმეორე. ![]() 12. ჩემი პირადობის მოწმობები 16-დან 23 წლამდე. ![]() 13. ჩემი ბაბუა 20 და 80 წლის ასაკში. ![]() 276 8-ს მოსწონს
|