x
C ჰეპატიტი - კლინიკური ნიშნები, მკურნალობა
image
C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადების - ღვიძლის ციროზის, განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის დროს თვითგამოჯანმრთელება 6 თვეში მთავრდება, შემდგომ კი ქრონიკულ ხასიათს იძენს. C ჰეპატიტის საქართველოში აქტუალური და გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რასაც მოწმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, 2013-2014 წლების მონაცემებით საქართველოში სულ დაფიქსირდა ვირუსული ჰეპატიტის 4690 ახალი შემთხვევა, ეს რიცხვი 2015 წელს გაიზარდა 644-ით, 2019 წელს კი საქართველოში მოცემული დაავადება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრმაის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2015 წლის 21 არილიდან მოქმედებს, 58 000 - ზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა. თუმცა მიუხდავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ამ მნიშვნელოვანი პროგრამისა, მოსახლეობა ანტაგონისტურადაა განწყობილი უფასო სკრინინგის მიმართ, რაც სოციუმის არაინფორმირებულებითა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების არარსებობით არის გამოწვეული.

C ჰეპატიტით ადამიანი ინფიცირდება:

  • დაბინძურებული ნემსის ჩხვლეტით
  • საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებით
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრებით, ე.წ პირსინგის დროს
  • სისხლმდენი კბილების მქონე ადმიანის ჯაგრისის ხმარებისას
  • სხვა ადამიანის მიერ კბენის დროს
  • სქესობრივი კონტქატისგან, რომელასაც თან სდევს სიხლდენა
  • ინტრავენური ნარკომანიით
  • აკუპუქტურის დროს
C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსით შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს.


მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40 % ისთვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. ვირუსის საწინააღმდეგო მურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება.

ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) და ძვირადღირებული პროცესია. შემუშავებული სტანდარტული სამკურნალო სქემის მიხედვით გამოიყენება ორი პრეპარატის - რეკომბინატული ალფა-ინტერფერონისა (მიღებულია გენური ინჟინერიით) და რაბივირინის კომბინაცია.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ჭანტურია
მერაბ ჭანტურია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0