სხვა C ჰეპატიტი - კლინიკური ნიშნები, მკურნალობა 2021, 15 ივლისი, 23:33 C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადების - ღვიძლის ციროზის, განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის დროს თვითგამოჯანმრთელება 6 თვეში მთავრდება, შემდგომ კი ქრონიკულ ხასიათს იძენს. C ჰეპატიტის საქართველოში აქტუალური და გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რასაც მოწმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, 2013-2014 წლების მონაცემებით საქართველოში სულ დაფიქსირდა ვირუსული ჰეპატიტის 4690 ახალი შემთხვევა, ეს რიცხვი 2015 წელს გაიზარდა 644-ით, 2019 წელს კი საქართველოში მოცემული დაავადება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრმაის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2015 წლის 21 არილიდან მოქმედებს, 58 000 - ზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა. თუმცა მიუხდავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ამ მნიშვნელოვანი პროგრამისა, მოსახლეობა ანტაგონისტურადაა განწყობილი უფასო სკრინინგის მიმართ, რაც სოციუმის არაინფორმირებულებითა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების არარსებობით არის გამოწვეული. C ჰეპატიტით ადამიანი ინფიცირდება:
მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40 % ისთვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. ვირუსის საწინააღმდეგო მურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) და ძვირადღირებული პროცესია. შემუშავებული სტანდარტული სამკურნალო სქემის მიხედვით გამოიყენება ორი პრეპარატის - რეკომბინატული ალფა-ინტერფერონისა (მიღებულია გენური ინჟინერიით) და რაბივირინის კომბინაცია. 39 შეფასება არ არის
|