x
image
ირინა მ.
იცოდით, რომ მრავალსართულიან "კორპუსებს" ჯერ კიდევ მე-14ს. აგებდნენ (ჩინეთში) მძარცველებისგან თავის დასაცავად?

image


ეს უჩვეულო, მაღალი სახლი-კოშკები დღემდე არის შემორჩენილი ჩინეთის პროვინცია გუანდუნში. მათი უჩვეულო ხედი, რომელშიც შერწყმულია დასავლეთის და ჩინეთის არქიტექტურული სტილები, დღესაც იზიდავს უამრავ ტურისტს. ზოგიერთი არაორდინალური სახლი ხომ, ჯერ კიდევ მინის დინასტიის პერიოდისაა, მათი გამაგრებული კედლები კი ყაჩაღების დაჯგუფებების თავდასხმებს და ხანგრძლივ ალყებსაც კი უძლებდა. ამ უნიკალურ ნაგებობებს დიაოლოუს უწოდებენ და ისინი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

image

ჩინეთში დიაოლოუს მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა დაიწყეს მინის დინასტიის მმართველობის ბოლო პერიოდში (1368-1644 წწ.). იმ დროისთვის ასეთი მშენებლობა იძულებითი ზომა იყო, რამდენადაც ქვეყნის სამხრეთში, უმეტესად გუანდუნის პროვინციაში, ყაჩაღების ბანდები დათარეშობდნენ.

imageმინის დინასტიის დროინდელი კოშკები

ამიტომ თავიანთი ოჯახები და ქონება რომ დაეცვათ, საზოგადოების მდიდარმა ფენამ დაიწყო კერძო დიაოლოუს მშენებლობა, რომლებიც ციხე-სიმაგრეებს უფრო მოგვაგონებს. თუმცა ზოგიერთი ღარიბი გლეხიც კი აგებდა მსგავს ნაგებობებს მოახლოებული საფრთხისაგან ოჯახების დასაცავად.

image

ამ უჩვეულო ნაგებობების დასახელება-დიაოლოუ, წარმოსდგება ორი ჩინური სიტყვისგან: "დიაო" (Diao)-ნიშნავს ქვას და "ლოუ" (lou)-ნიშნავს კოშკს, ციხე-სიმაგრეს. თვითონ ნაგებობას აშენებდნენ მაშინდელი ფორტიფიკაციული მშენებლობის წესების შესაბამისად-სქელი ქვის კედლები, პატარა ფანჯრები, რკინის კარებები და მძიმე დარაბები.

image

ამასთან დიაოლოუს ციხე-სიმაგრეები რამდენიმე ტიპის იყო და ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ასე მაგალითად, სადღეღამისო მეთვალყურეობისთვის და ხალხის დროულად გაფრთხილებისთვის შენდებოდა ღამის საგუშაგო კოშკები დაუსახლებელ პუნქტებში, შემაღლებულ ადგილას.

imageსაგუშაგო კოშკი

ასევე აგებდნენ საზოგადოებრივ ციხე-სიმაგრეებს, რომელსაც მთელი დასახლება აგებდა ისე, რომ ყოველ ოჯახს ჰქონოდა პირადი ოთახი იქ ხანგრძლივად ცხოვრებისთვის, რადგან ალყა შეიძლება დიდი ხანი გაგრძელებულიყო. როგორც წესი, მას სოფლის ცენტრში აგებდნენ, რათა ყველას თანაბარი შანსი ჰქონოდა უსაფრთხო ადგილამდე სწრაფად მიღწევისა.

imageსაზოგადოებრივი დიაოლოუ

მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ თავის თავისთვის უფლება მიეცათ პირადი მრავალსართულიანი გამაგრებული კოშკი ჰქონოდა, რომელიც ნებისმიერ შტურმს გაუძლებდა და გრძელვადიანი ალყის პირობებში უზრუნველად იცხოვრებდნენ.

imageმდიდრების დიაოლოუ

მას შემდეგ, რაც დინასტია დაეცა და ასე თუ ისე, მშვიდი ცხოვრება დადგა, ასეთი მშენებლობების აუცილებლობა აღარ არსებობდა, ამიტომ XVII საუკუნის შუახანებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ისინი შეჩერდა.

დიაოლოუს ახალი მშენებლობების ტალღა დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა სამშობლოში ამერიკის მაღაროებიდან გამდიდრებული ჩინელები დაბრუნდნენ. განმეორდა იგივე სცენარი, ბანდიტური დაჯგუფებები დაუბრუნდნენ ბინძურ ხელობას-დაიწყეს შეძლებული მოქალაქეების ძარცვა და ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით.

imageგანახლებულმა პირადმა ციხე-სიმაგრეებმა შეინარჩუნა არქიტექტურის ძირითადი პრინციპები

ოღონდ, ახლა ეს მრავალსართულიანი ციხე-სიმაგრეები ახალი ტექნოლოგიებით შენდებოდა–ბეტონისა და აგურის გამოყენებით.

imageდიაოლოუში ჰარმონიულად შერწყმული არქიტექტურის სხვადასხვა სტილები

მიუხედავად მშენებლობის მეთოდების თანამედროვე მიდგომებისა, არქიტექტურა დიდად არ შეცვლილა. ისევ მეორდება ჩინური მოტივები, შუასაუკუნეების ევროპული გოთიკა იტალიური რენესანსით და კლასიკური ოსმანური სტილით. ახალი სამშენებლო მასალების წყალობით შეძლებულ ჩინელებს სურდათ თავიანთ პირად დიაოლოუში ეხილათ ძველი რომაული და ბერძნული კოლონები, ხმელთაშუაზღვისპირეთის დახვეწილი თაღები და გუმბათებიც კი, რომელიც თურქულ მეჩეთებს წააგავს.


image

ასეთი მშენებლობების არსებობის მანძილზე აშენებულ იქნა 3 000-ზე მეტი დიაოლოუ, რომლებიც შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ მთავარ დანიშნულებას-ადამიანების ფუნდამენტალური დაცვას და საკმაოდ კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შექმნას. ამიტომ ბევრი დასახლება, სადაც მრავალი გამდიდრებული ჩინური ოჯახი დაფუძნდა, უფრო მეტად გამაგრებულ სოფლებს მოგვაგონებს (რომლებიც პირადი მრავალსართულიანი სახლებისგან შედგება) და არა სტანდარტული სოფლის დასახლებას.

image

imageშეძლებული ოჯახის დიაოლოუს შიდა ეზო

მე-20 საუკუნის შუახანებისთვის პირადი ციხე-სიმაგრეების აშენება აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა, რადგან ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიის მოსვლამ და 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნამ, ბანდიტიზმი მთლიანად აღმოფხვრა.

დღეს შემორჩენილია დაახლოებით 1800-მდე ნაგებობა, რომელთა შორის ზოგიერთი იუნესკოს სიაშია შეყვანილი და მათ სახელმწიფო იცავს. ზოგი ნაგებობა პატრონების მიერ რესტავრირებულ და გადაკეთებულ იქნა ოტელებად, რომელთა ეგზოტიკური ნომრებიც ტურისტებზე ქირავდება.






იხილეთ ასევე:






ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image

ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი

image


10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს

image






0
321
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0