სხვა მიწისქვეშეთის მბრძანებელი 2021, 13 ივლისი, 2:33
დემონების მბრძანებელი, სახელად ვროგროში, დიდი ხანია ცხოვრობს ობსიდიანის ქალაქში, რომელსაც ასიოგი ეწოდება და მიწისქვეშეთში მდებარეობს. ის ერთ-ერთი უძლიერესი დემონია, სხვა დემონებისგან განსხვავებით, მან იცის, როგორ უნდა ისაუბროს მსოფლიოში ყველა გავრცელებულ ენაზე.
დიდი ხნის წინ, (ათასობით წლის წინ), სამყაროს გაიძვერა მჭედლებმა ლეგენდარული იარაღი აბისალ ბლეიდი გამოჭედეს თავიანთი მმართველისთვის, დროთა განმავლობაში მბრძანებელმა დაკარგა იგი და ახლა მისი დაბრუნება სურს. ჯერჯერობით, მას ხელში სხვა იარაღი აქვს, მსგავსი აბისალ ბლეიდისა, თუმცა არც ისე ძლიერი. მიწისქვეშ დემონების ურიცხვი ურდოა, რომლებიც მხოლოდ ერთ ბრძანებას ელიან - რათა დაიპყრონ მთელი მსოფლიო.
ერთხელ ვროგროშმა სცადა ზედაპირზე ამოსვლა ქალაქ სტოუნჰოლში პორტალის გახსნით მაგრამ ეს მხოლოდ დაზვერვა იყო.. ანდერლორდმა გაგზავნა თავისი მეომრების მცირე ნაწილი. ქალაქი კინაღამ დაინგრა, მაგრამ რაზმმა ლეგიონ კომანდერის ხელმძღვანელობით შეძლო შემოტევის მოგერიება. მიუხედავად მარცხისა დაზვერვამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ვროგროშმა იცოდა, რომ მას შეეძლო ამ უბედური სამყაროს ხელში ჩაგდება.
მიუხედავად დაზვერვითი რაზმის განდევნისა, მათ თავიანთ რიგებს მრავლად მონები შეჰმატეს. დემონები ძლიერდებოდნენ და მშობლიურ ქალაქს მტრების თავის ქალებით ავსებდნენ. Underlord- ს ასევე სურს რაც შეიძლება მალე გაანადგუროს წმინდა ტყეები, სადაც ლუნა და მირანა ცხოვრობენ. არავინ იცის საიდან გაჩნდა ვროგროში. ფაქტია, რომ ის არის მიწისქვეშა სამყაროს მმართველი და შეუძლია დაუმტკიცოს ყველას, ვინც გაბედავს მის გამოწვევას, რომ შეუძლია მიწის ზედაც გაბატონდეს. ვინც მის წინააღმდეგ წავა სულ ერთია, ცალკე იქნება თუ ათეულთან ერთად, ვროგროში მათ ცეცხლის მაგიით გაანადგურებს მათ. ეს არა უბრალოდ ცეცხლი, არამედ შეპყრობის ალია, რომელიც გაცილებით მეტს წვავს. ყველა, ვინც ანდერლორდის გარშემო იმყოფება, შიშს განიცდის, რომელიც მათ სულებს აშრობს და შედეგად, მტრებს სრული ძალით დარტყმაც კი არ შეუძლიათ. 109 2-ს მოსწონს
|