x
აზიური ვეფხვი-სამხრეთ კორეა

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იმატა ინტერესმა აზიის აღმოსავლეთში, ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოს მიმართ.ამ ქვეყანას სახმელეთო საზღვარი აქვს ყველასთვის ბნელ და საშიშ ჩრდილოეთ კორეასთან, ხოლო საზღვაო საზღვარი ჩინეთსა და იაპონიასთან.მისი არაოფიციალური ლოზუნგი კი “კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა" გახლავთ.ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუბარი მაქვს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაზე, რომელიც ყველასთვის ცნობილი მისი ე.წ. “კორეული ტალღის''მეშვეობით გახდა, რაც მოიცავს კორეულ დრამებსა თუ ქეი პოპ ინდუსტრიას.არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამხრეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში იყო მოხვედრილი, თუმცა დღეს იგი ერთ-ერთი პოსტინდუსტრიული სახელმწიფოა და საპატიო ადგილს იკავებს დიდ ოცეულში.ამის ერთ-ერთი მიზეზი ზემოთხსენებული კულტურის ექსპორტია, რომელიც(როგორც აღმოჩნდა) ძალიან კარგადაც ეხერხებათ კორეელებს, მაგრამ აზიური ვეფხვის წოდებამდე ამ არცთუ ისე დიდ სახელმწიფოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში დიდი გზის გავლა დასჭირდა.დავიწყოთ იმით, რომ კორეას ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვს.დაწყებული გოჯოსონისა და ადრეფეოდალური სახელმწიფოებით, გაგრძელებული ჩოსონის დინასტიით და დამთავრებული კორეის გაყოფით, თუმცა ამჯერად მეოცე საუკუნეზე ვკონცენტრირდეთ.1905 წელს კორეა ჩინეთისა და იაპონიის მრავალწლიანი ცილობის ობიექტობიდან იაპონიის პროტექტორატად გამოცხადდა.1910 წელს კი იაპონიამ მისი ოკუპაცია მოახდინა.შემდგომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ალბათ გვსმენია.პირველი და მეორე მსოფლიო ომები და იაპონიის როლი ამ მოვლენაში.1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და იაპონია, როგორ ღერძის ქვეყანა დამარცხებულთა მხარეს აღმოჩნდა.კორეა ორ ნაწილად გაიყო, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ზონებად.მათ შორის საზღვარი 38-ე პარალელზე გაევლო. 1950 წელს დაიწყო კორეის ომი, რომელიც 3 წელს გაგრძელდა.ომის დასრულების შემდგომ სამხრეთ კორეა ფაქტობრივად მხოლოდ აშშ-ის დახმარებაზე იყო დამოკიდებული, თუმცა მხოლოდ ერთი თაობის ადამიანებმა, გენერალი პარკ ჩუნგ ჰის მმართველობის დროს 1960-1970 წლების დეკადში სასწაულება მოახდინა თავდაუღალავი შრომით.დღესაც კორეელები, როგორც იაპონელები განსაკუთრებული შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, დაუღალავად შრომობენ, არ ისვენებენ, რაც ყოველთვის კარგი არ არის.ასეა თუ ისე, სამხრეთ კორეული კომპანიებია “სამსუნგი'', “ჰიუნდაი'', “ელჯი''და უკვე ნათელი ხდება, რატომ არის სამხრეთ კორეა “აზიური ვეფხვი''.

ახალგაზრდები მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოდან, მიილტვიან კორეაში მოგზაურობისკენ, სწავლისკენ და იქ ცხოვრებისკენ.ქეი დრამები და კეიპოპი უკვე ვახსენე, თუმცა ჩვენმა “დეპრესიულმა ქართველმა'' არანაკლები პოპულარიზება გაუწია კორეას საქართველოში.ბევრმა ისიც კი არ იცოდა ასეთი სახელმწიფო საერთოდ თუ არსებობდა, ან კორეელებს საკუთარი ენა და დამწერლობაც კი თუ ჰქონდათ.ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას კი ჩვენ (უკვე)სოფია სონსენიმი გვაწვდიდა, რომელიც ახლა სხვა კუთხიდან გვაყვარებს კორეას და ქართველებს კორეულს ასწავლის.მსურველთა რიცხვი 5000 კი აღწევს.ზოგჯერ უფასოდაც გვიზიარებს სხვადასხვა მასალას და კითხვებზეც ყოველთვის გულთბილად გვპასუხობს.ამბობს, რომ კორეული ენა სულაც არ არის რთული.უბრალოდ, იმ ენებისგან, რომელთაც აქტიურად ვსწავლობთ განსხვავდება და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს პრობლემა.კორეულ ანბანს რაც შეეხება, ჩინური იეროგლიფებისგან განსხვავებით, სულაც არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას მისი სწავლა.იგი 1443 წელს შეიქმნა მეფე სეჯონგის უშუალო დამსახურებით.კორეული დამწერლობა ერთადერთია, რომლის შექმნის ისტორიამ და ეტაპებმა ჩვენამდე მოაღწია.სხვათა შორის, მეფე სეჯონგ დიდმა, რომლის სახელსაც უკავშირდება კორეის ოქროს ხანა, ჰანგულის შექმნა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ხალხი რთული ჩინური იეროგლიფებისგან დაეხსნა.აქედან გამომდინარე, კორეული ანბანი სპეციალურად იყო შექმნილი და მიმართული სიმარტივისკენ.მართალია, განსხვავებული ენაა, თუმცა ხიბლს სწორედ ეს განსხვავებულობა სძენს.

საბოლოოდ, სოფოსაც, არა ერთხელ აღუნიშნავს და მეც გეტყვით, რომ საქართველოსა და კორეის ისტორიას შორის შესამჩნევი მსგავსებები არსებობს.კორეაც, პატარა სახელწმიფო გახლდათ, საუკუნეების განმავლობაში მანჯურიისა და იაპონიის შემოსევებისა და თავდასხმების მომგერიებელი.მეფე ფარნავაზისა და ქართული ანბანის ისტორიაც შეგვიძლია ცოტათი მაინც მივამგვანოთ მეფე სეჯონგისა და ჰანგულის ამბავს...ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ეს მსგავსებები იმედის მომცემია.იქნებ საქართველომაც აზიური ვეფხვის მსგავსად გაიბრწყინოს განვითარებული ქვეყნების გვერდით.






საავტორო უფლებები


ფორბსის სტატია “როგორ გამდიდრდა სამხრეთ კორეა''

ვიკიპედია

ფოტო პინტერესტიდანimage


1
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ცინაძე
ანა ცინაძე
71
  
2021, 12 ივლისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1