x
ბულინგი
თანამედროვე ეპოქა უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა მსოფლიოში არის პრობლემები, რომლებიც წლების მატებასთან ერთად კვლავ არსებობს და მოზარდების თვითრეალიზაციაზე ცუდად ისახება. ასეთ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება ბულინგი, რომელიც ვლინდება უფრო ხშირად ოჯახსა და სკოლაში.

ტერმინი ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას, აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის ყველასათვის მიუღებელი ქცევა, რადგან მას შესაძლოა მოყვეს უარყოფითი შედეგები, როგორიცაა თვითმკვლელობა, სიძულვილი და მარტო ყოფნისკენ ლტოლვა. ჩაგვრა კი ყველაზე მეტად ბავშვებს აზიანებს, რადგა მათ ადვილად ვერ გადაქვთ სტრესი და ხშირად სუიციდის მსხვერპლნი ხდებიან.

ბავშვთა თვითმკვლელობის არა ერთი ფაქტი არსებობს მსოფლიოს ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია 2015 წლის 27 მარტი, სიღნაღის სოფელ ძველ ანაგში, 10 წლის ნიკა ჩალაბაძის თვითმკვლელობა, მას სკოლაში თანაკლასელები ნაშვილებს ეძახდნენ, ნიკამ ეს ვერ აიტანა, დაიჯერა და თავი ჩამოიხრჩო(ბულინგის მსხვერპლი, 2017).

თითქოს ბულინგი“სენია'', რომელიც ყველა სახის საზოგადოებაში გვხდება და თან ის მხოლოდ ერთი სახის არ არის. განარჩევენ მის ფორმებს, ესენია: ვერბალური, ფიზიკური და რელაციონარული ბულინგი.



ბულინგი

აგრეთვე, გამოყოფენ ბულინგის სხვა სახეებსაც: სექსუალური, რელიგიური, ურთიერთობრივი ბულინგი და კიპერბულინგი. ეს უკანასკნელი ვლინდება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და დღესდღეობით, პანდემიის პირობებში ბევრად უფრო მტკიცე ხასიათი აქვს. რაც ვლინდება “ონლაინ დაცინვევითა'' და ჭორების გავრცელებით. ნებისმიერი სახის ჩაგვრა კი მოზარდის განვითარებაზე ცუდად ისახება, რადგან ბავშვს უნდება მარტო ყოფნა, ექმნება ძილის პრობლემები, დაძაბული ხდება, სწავლის სურვილი უქრება, ეწყება დეპრესია, მადა ეკარგება, უდაბლდება თვითშეფასება და უმცირდება აკადემიური მოსწრება. ასეთ დროს კი მოზარდი ცხოვრებას ჩვეულებრივად ვერ გააგრძელებს, მას გამუდმებით “შიშთან ყოფნა''უწევს. მეორე მხრივ შესაძლებელია მოზარდმა მარტო ყოფნა დადებითად გამოიყენოს და განავითაროს თავისი უნარები, მაგრამ დამეთანხმებით მეგობრებისა და სითბოს გარეშე განვითარება, და არა მარტო განვითარება, ზოგადად ყველაფერი რთულია. - ალბათ, ჯერ კიდევ ვერ ვიგებთ ბულინგის სიმძიმეს, რადგან თავად არ გავმხდარვართ მისი მსხვერპლნი. თუმცა ფაქტია, რომ ბულინგი იყო, არის და იქნება თუ არ “შევებრძოლებით''.

საკითხავია, რა იწვევს 21-ე საუკუნეში ბულინგს? დღეს არსებული ინფორმაციის წყალობით დგინდება, რომ ბულინგის შესახებ ინფორმირებულობა დაბალია. ბულინგის გარკვეულ ქცევებს მოსწავლეები და მასწავლებლები სერიოზულად არ აღიქვამენ. მოსწავლეთა უმეტესობა ასევე ფიქრობს, რომ რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაცინვა ბულინგს არ წარმოადგენს, ეს და სხვა მიზეზები კი ბულინგს დღითიდღე “ავრცელებს".

მსოფლიო აქტიურად განიხილავს ამ საკითხს, რადგან ბულინგის შედეგად უამრავი მოზარდი ფსიქოლოგიურად ავვადდება, დაძაბული ხდება, საკუთარ თავში იკეტება და ხშირად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. იმისთვის, რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ საჭიროა უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კავშირი დაამყარონ მოზარდებთან, მთავრობამ კი ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბულინგის შესახებ, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილი ვერ იგებს ბულინგის შინაარს და შესაბამისად მის გამომწვევ მიზეზებს.

ვფიქრობ, ასევე საჭიროა ადამიანებმა თავადვე განახორციელონ ცვლილებები, როგორც მაჰათმა განდი იტყოდა “თუკი შენ გინდა ცვლილება დაიწყე შენი თავისგან".image ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი იყოს ისეთი, როგორი საზოგადოების დანახვაც სურს. ამისთვის სხვისი პრობლემა თავიანთ პრობლემად უნდა აქციონ და ბულინგი ზუსტად განმარტონ, რადგან ადამიანებს მოძალადეებად სწორედ გარემო-პირობები აყალიბებს.


სალომე აბაშიძე



0
25
შეფასება არ არის
ავტორი:აბაშიძე სალომე
აბაშიძე სალომე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0