სხვა კომპიუტერის მავნე ზემოქმედება 2012, 8 სექტემბერი, 22:00 მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ბავშვების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან ბნედით ავადდებიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ეპილეფსიას იწვევს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი არ ავადდება. სნეულება ვითარდება, მაშინ როდესაც მოზარდს რაიმე თანდაყოლილი მანკიერება აქვს. მშობლებს უხარიათ, როდესაც შინ, კომპიუტერთან მჯდარ შვილს ხედავენ - ბავშვი ქუჩის მავნე გავლენას მოვწყვიტეთო, მაგრამ ეს სულაც არ არის დიდი ბედნიერება. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ისე გამოდის. მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება ქუჩას გამორიდებული და კომპიუტერთან დამეგობრებულ ბავშვებში ნერვული დაავადებები. მოზარდი ხდება გულჩათხრობილი, ნაკლებად კომუნიკაბელური, ვერ პოულობს თანატოლებთან საერთოს, უხილავ პარტნიორთან - ინტერნეტთან კონტაქტის შემდეგ უჭირს რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა, სწრაფად იღლება, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. აღნუსხულია თვითმკვლელობის შემთხვევები, რომლის მიზეზი გახდა ინტერნეტთან ხანგძლივი მუშაობა. ასაკოვანი ადამიანების კომპიუტერთან საათობით ჯდომაც კი საშიშია; ადვილად შესაძლებელია რომ იგი სულიერად დაავადდეს, დაუქვეითდეს მეხსიერება, მხედველობა. ყოველი მეორე კომპიუტერის მოყვარული საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ინტერნეტს შეუძლია კიდევ ერთი დიდი უბედურების მოტანა - უცოდინრობა. განვითარებული კომპიუტერული თექნიკა ბავშვს აზარმაცებს. მას აღარ სჭირდება წიგნში ჩახედვა, ცნობების ქექვა. ღილაკზე თითის დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება არა მართო საჭირო ცნობა, არამედ მთელი რეფერატი. 638 21-ს მოსწონს
|