x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სახალისო ფოტოები, სადაც მთავარი უკანა ფონია
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



რა შეიძლება აღმოჩნდეს იმაზე უარესი, ვიდრე იდეალური ფოტოს გაფუჭება? თან, თუ გაფუჭების მიზეზი კადრში ზედმეტი ვინმე ან რამეა და ამ დროს, უკვე მთავარი არა "თქვენ", არამედ სწორედ ის ცუღლუტი ან შემთხვევთი ვიღაც თუ რაღაც ობიექტი ხდება.



მოკლედ, გთავაზობთ სახალისო კრებულს, სადაც მთავარი ფიგურა, სწორედ რომ უკანა ფონია და მოულოდნელმა გამოჩენამ, მოსაწყენ ოჯახურ ფოტოებს ისტორია მისცა და შედევრებად აქცია.



სახალისო ფოტოები, სადაც მთავარი უკანა ფონია



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



1
1027
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1027
  
2021, 9 ივლისი, 21:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1