სხვა სიამოვნების ფასი. უძველესი "კანდაპარას" ბორდელი ბანგლადეშში 2021, 8 ივლისი, 14:30
ბანგლადეში - ერთ-ერთია იმ მუსულმანურ ქვეყნებს შორის, სადაც პროსტიტუცია ოფიციალურად ლეგალიზებულია. ტანგაილის რაიონში განთავსებული უძველესი ბორდელი - "კანდაპარა" დაახლოებით 200 წელს ითვლის.
სამი წლის წინ, ის დაანგრიეს, თუმცა მას შემდეგ მალევე აღადგინეს, რაც ქალთა ადვოკატთა ეროვნულმა ასოციაციამ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო დაარწმუნა რომ სექსუალური მუშაკების დევნა უკანონო იყო: პროსტიტუცია - ასევე სამუშაოა, და მასში ჩართულ ქალებს სხვა რამის კეთება არ სურთ - ნათქვამი იყო ასოციციის მიერ წარდგენილ ახსნა - განმარტებაში.
მთავარი მიზეზი კი, იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი მათგანი სწორედ იქ იყო დაბადებული და გაზრდილი და მათ "კანდაპარას" განადგურების შემდეგ აღარსად ჰქონდათ წასასვლელი. დღეს, უკვე ბორდელის ტერიტორია ორმეტრიანი კედლით არის გარშემორტყმული. სინამდვილეში, ეს არის მთელი რაიონი ვიწრო ქუჩებით, სადაც როგორც სასურსათო მაღაზიები, ასევე კაფეები და ქუჩის მოვაჭრეთა დახლებია განლაგებული. "კანდაპარა" - არის ადგილი თავისი იერარქიებით. ყველაზე დაბალ საფეხურზე - 12-14 წლის გოგონები არიან, რომლებიც ნათესავებმა ბორდელში გაუსაძლისი სიღარიბის ან კრიმინალის გამო გაყიდეს. ისინი მადამს ეკუთვნიან და მას 5 წლის განმავლობაში გარკვეულ თანხასაც უხდიან. გოგონებს არ აქვთ თავისუფალი ფული და გარეთ გასვლაც ეკრძალებათ.
ფოტოზე: ბორდელის თანამშრომელი სუმაია კლიენტის მოლოდინში
სუმაიას მეგობარმა რომელიც ასევე მისი მუდმივი კლიენტია, მას სახეში გაარტყა. ის ბანგლადეშის დედაქალაქიდან დაკადან არის და მას ყოველთვიურად თითო კვირით სტუმრობს. ისინი ხშირად ჩხუბობენ, რადგან მას სუმაიაზე დაქორწინება სურს, გოგონას კი ეშინია, რომ ქორწილის შემდეგ მეგობარი მამაკაცი მას მთელ თავის ფულს წაართმევს.
ფოტოზე: კაჯოლი კლიენტთან ერთად. ის ფიქრობს, რომ 17 წლისაა, თუმცა თავისი ზუსტი ასაკი არ იცის. ცხრა წლის განმავლობაში ის ქორწინებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დეიდამ "კანდაპარას" ბორდელს მიჰყიდა, მას შემდეგ რაც გოგონას ვაჟი მეჰედი შეეძინა, ორი კვირის შემდეგ ის უკვე იძულებული იყო კვლავ სამუშაოს დაბრუნებოდა.
სესხის დაფარვის შემდეგ, გოგონები დამოუკიდებლები ხდებიან. მათ ეძლევათ კლიენტების არჩევის შესაძლებლობა და შესაბამისად, საკუთარი ფულიც უჩნდებათ. გოგონებს ბორდელის დატოვების უფლებაც კი ეძლევათ, თუმცა ამაზე ცოტა ვინმე თუ თანხმდება, რადგან მათ კარგად იციან, რომ ბორდელის პერიმეტრს მიღმა მყოფი საზოგადოების უმრავლესობისთვის პროსტიტუცია - სირცხვილის წარუშლელ ანაბეჭდად რჩება. გარდა ამისა, "სიყვარულის ქურუმებს" ხელფასიც საკმაოდ მაღალი და მუდმივი აქვთ, რაც სექს - მუშაკებს ფინანსურად თავიანთი ოჯახების დახმარების საშუალებას აძლევს. საკუთარი სხეულით მოვაჭრე მსხვერპლთა გარდა არიან ისეთებიც, რომლებიც ბორდელში საკუთარი ნებით მიდიან. ბევრი ქალი მოძალადე და დესპოტ ქმრებს სწორედ იქ გაურბის.
ბორდელის კლიენტები ყველანირი ხალხია: პოლიციელები, პოლიტიკოსები, ფერმერები, მეთევზეები, მუშები, მოზარდები. ზოგი მათგანი უბრალოდ მარტივ სექსს ეძებს, ზოგი კი საროსკიპოს მარადიული სიყვარულისა და ცხოვრების თანამგზავრის პოვნის მიზნით სტუმრობს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ბანგლადეშის ცენტრალურ რაიონებში ახალგაზრდა მამაკაცს საჯაროდ მეგობარი გოგონას ხელზე შეხებაც კი ეკრძალება. ბორდელში კი რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს უფრო მეტი თავისუფლებაა, ამიტომ მის პერიმეტრზე ხშირად ნახავთ მხოლოდ ჩაის სასმელად შესულ მამაკაცებს ბორდელის მუშაკთა გარემოცვაში.
ეს ტყუპები ხუთი დღის არიან, და ჯერ სახელებიც კი არ აქვთ. მათი დედა 20 წლის ჯინიკი ბორდელის მუშაკია
27 წლის ბონა საროსკიპოს კიდევ ერთ მუშაკთან ჩხუბისას
26 წლის დიპა ტირის. ის ორსულობის მეორე თვეშია
კაჯოლი თავის ექვსი თვის შვილთან და კლიენტთან ერთად
იშვიათი მომენტი, როდესაც კაჯოლის შეუძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა
ბორდელის მუდმივი სტუმრები - სტუდენტები ემანუილი, აპურბო და ულაში
ასმა საროსკიპოში დაიბადა. ის უკვე 14 წლისაა, და მისთვის სექსუალური მუშაკის ამპლუაში მუშაობის პირველი წელია, მანამდე ის კლიენტების წინაშე მხოლოდ ცეკვავდა.
ქალები სამუშაოს მოლოდინში
15 წლის პაკხი თავის ოთახში კლიენტთან ერთად, ბორდელში ის უკვე ერთი წელია ცხოვრობს, ის 12 წლის გათხოვდა, შემდეგ ოჯახიდან გაიქცა, ბოლოს კი, ქუჩაში დარჩენილი ვიღაცამ ბორდელში გაყიდა.
პაპია დღეს ორ კლიენტს "მასპინძლობს"
რონი - ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი და ბორდელის ერთ - ერთი მუშაკის შვილია
კლიენტი ცდილობს 19 წლის პრიუს ლოყაზე აკოცოს. გოგონა ბორდელში 17 წლიდან მუშაობს
ქალი კლიენტთან ერთად
პუნა საწოლზე ცეკვისას
მეგლე ახლა 23 წლის არის. 12 წლის ასაკში მან მუშაობა სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო, სადაც მამაკაცი გაიცნო, რომელიც მას მაღალშემოსავლიან სამსახურს დაჰპირდა. საბოლოოდ, მან გოგონა ბორდელს მიჰყიდა.
|