ფსიქოლოგიური ტესტი. ბედის ისრები
ფსიქოლოგების აზრით, მაჯის საათი არა მარტო დროს აჩვენებს, არამედ ბევრი რამის თქმა შეუძლია მფლობელის ინდივიდუალობისა და ხასიათის შესახებ. მაგალითად თუ თქვენ გიყვართ:
კვადრატული ციფერბლატი - იღბლიანი და თადარიგიანი ადამიანი ხართ, მზად ხართ განახორციელოთ ნებისმიერი პროექტი, რომელიც არ უნდა შემოგთავაზონ. თქვენი ენერგია განუსაზღვრელია, მიზნის მიღწევის სურვილი - დაუცხრომელი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვათა აზრს, შექება ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის როგორიც ფული.
მრგვალი ციფერბლატი - ბუნებით ლიდერი ხართ, ძალიან ადვილად შეგიძლიათ დაარწმუნოთ ადამიანები თქვენს სიმართლეში. ერთგული მეგობარი ხართ, შეიძლება თქვენზე დაყრდნობა. ტრადიციების მიმდევარიც ხართ და ყოველთვის საკუთარი შეხედულებების ერთგული რჩებით. თქვენთვის მთავარია ოჯახი და მეგობრები.
თვლებით მოოჭვილი საათი - იმდენად თავდაჯერებილი ხართ, რომ გარშემომყოფნი პატივმოყვარედ გთვლიან. სურვილის მისაღწევად არაფერზე დაიხევთ უკან. თქვენზე ამბობენ - არსად დაიკარგებაო. თქვენს ლექსიკონში არ შედის სიტყვა ''არ შემიძლია''. ვერ ეგუებით წაგებას. ღირსეულ მეთოქედ და მომხრედ გთვლიან, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც გაიძულებენ, რისკზე წახვიდეთ საკუთარი პოზიციების დასაცავად.
უჩვეულო ციფერბლატი - თუ მოგწონთ მიკი-მაუსის ან პლუტოსნახატიანი ციფერბლატი, ესე იგი თქვენ თავისუფალი სულის ადამიანი ხართ, იუმორის დიდი გრძნობითაც გამოირჩევით, საზოგადოების სული და გული ხართ, რადგან არ გეშინიათ მათ წინაშე ემოციების გამომზეურებისა.