x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც თავიანთ მეორე ნახევრებზე ფიზიკურად იძალადეს

როდესაც ოჯახურ ძალადობაზეა საუბარი, ყოველთვის ვფიქრობთ ჯერ მოძალადე მამაკაცზე. ცოტას თუ დაებადერბა აზრად ის, რომ ქალსაც შეუძლია ხელი ასწიოს საყვარელ მამაკაცზე:

1. ემბერ ჰერდი

მათი ისტორია დღესაც განხილვის თემაა, ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა განქორწინების შესახებ განცხადება 2015 წელს შეიტანეს. შემდეგ მსახიობმა ქმარი დაადანაშაულა ალკოჰოლიზმში, ოჯახში ძალადობაში და მოითხოვა რამდენიმე მილიონი დოლარის კომპენსაცია იმ დროს ბევრმა დაუჯერა ქალს და ჯონი დეპი ყველანაირად შეავიწროვეს.

2020 წლის 3 თებერვალს Daily Mail- მა გამოაქვეყნა ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის ძველი საუბრის ჩანაწერი. მასში ქალი, რომელიც ქმარს ცემაში ადანაშაულებდა, თავად აღიარებს ძალის გამოყენებას.ემბერი ამბობდა, რომ ის ურტყამდა ყოფილი მეუღლს, ესროდა ლარნაკებს და ტაფებს. თავის მხრივ, ჯონი დეპმაც აღიარა, რომ თითის ნაწილი დაკარგა იმ შემთხვევის გამო, როდესაც მთვრალმა ჰერდმა შუშის ბოთლი ესროლა მოულოდნელად. აუდიოჩანაწერის ინტერნეტში მოხვედრის შემდეგ, დეპის გულშემატკივრებმა მისი დაცვა გადაწყვიტეს და Twitter- ზე კი დაიწყეს ფლეშ მობი ჰეშთეგით #JusticeForJohnnyDepp. რაც შეეხება სასამართლო დავებს, ის დღემდე გრძელდება.

image

2. რაიან ჰედონი

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა კრისტიან სლეიტერმა, რომელიც ცნობილია ფილმით "ინტერვიუ ვამპირთან" და სერიალით "მისტერ რობოტი", მეუღლედ ძალიან ტემპერამენტიანი ქალი აირჩია. ჟურნალისტი რაიან ჰადონი გახდა მისი რჩეული. ისინი 2000 წელს იქორწინეს და სამი წლის შემდეგ დაიწყეს მუდმივი კამათი. ერთ-ერთმა კამათმა სერიოზული სახე მიიღო, რომლის დროსაც ჰადონმა ჭიქა ესროლა სლეიტერს. მსახიობს 20 ნაკერი დაადეს რაიანი კი 24 საათის განმავლობაში საკანში ჩასვეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. 2007 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

image

3. ემა რობერტსი

ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი ემა რობერტსი, ჯულია რობერტსის ძმიშვილი, ცნობილია თავისი რთული ხასიათით. ეს ასევე გამოიკვეთა ევან პიტერსთან ურთიერთობაშიც.

2013 წელს წყვილი შვებულებას ატარებდა კანადაში, მონრეალში სასტუმროში. სწორედ იქ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი. ემა და ევანი მუდმივად კამათობდნენ. ერთ-ერთი კონფლიქტი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ შეშინებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის მისვლის დროს ევანს უკვე ჰქონდა გატეხილი ცხვირი და რამდენიმე სისხლჩაქცევა, რობერტსი დააკავეს და არ გამოუშვეს, სანამ პიტერსმა ოფიციალურ საჩივარზე უარი არ თქვა.

image

4. ელინ ნორდგერნი

შვედი მოდელი ელინ ნორდეგრენი დაქორწინებული იყო ცნობილ ამერიკელ გოლფისტ ტაიგერ ვუდსზე. ქორწინებასი მათ 3 შვილიც ეყოლათ და ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ქალმა ქმრის “სასიყვარულო თავგადასავლების" შესახებ არ გაიგო. დიდი ისტერიკის შემდეგ მოდელმა ვუდსი გოლფის ჯოხით სცემა. მამაკაცს ჯოხი სახეშიც მოხვდა, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ მიმართა პლასტიკურ ექიმს და სტომატოლოგს.

image

5. კელი ბრუკი

მსახიობმა და მოდელმა კელი ბრუკმა 1998 წელს გაიცნო ჯეისონ სტეტჰემი და შეხვედრაც მალევე დაიწყეს . ორი წლის შემდეგ მათ სერიოზულად იჩხუბეს მადონასა და გაი რიჩის ქორწილში. სტეტჰემმა შეყვარებულს დასცინა ერთ--ერთი სიმღერის არცოდნის გამო, შემდეგ კი ქალმა დაინახა, თუ როგორ ეფლირტავებოდა მამაკაცი გვინეტ პელტროუს ცეკვის დროს, ამიტომაც, ადგა და პირდაპირ ცხვირში დაარტყა მუშტი. ეს მომენტი მსახიობმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად არწერა. ასევე გაიხსენა სხვა სცენაც, როდესაც სტეტჰემმა მისი ზედმეტი კილოგრამების შესახებ კომენტარი გააკეთა, საპასუხოდ კი ბრუკმა სილა გააწნა.

image


6. გრეის ჰაითაუერი

რობერტ დე ნირო და გრეის ჰაითაუერი ერთმანეთს 1987 წელს შეხვდნენ და მხოლოდ ათი წლის შემდეგ იქორწინეს. 2018 წლის შემოდგომაზე მსახიობი დაშორდა მეუღლეს. მათი ურთიერთობა იოლი არ ყოფილა, საკმარისია გავიხსენოთ ინციდენტი, როდესაც ისინი შვილთან ერთად მომღერალ მარკ ენტონის იახტაზე ისვენებდნენ და დიდი ჩხუბი მოუვიდათ. მსახიობს სიტუაციის განეიტრალება სურდა და დროებით სხვა კაბინაში გადავიდა, რამაც ქალი კიდევ უფრო გააბრაზა და ნეკნებში მთელი ძალით ჩაარტყა.

image










1
660
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
660
  
2021, 7 ივლისი, 16:44
ბრუკი რა ქალია :დ
0 1 1