x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საინტერესო ფაქტები შუა ქალაქზე

image

დათოს იუმორი, ქეთევანის ყვირილი გოგის 20 ლიტრიანი სანდროს ციტატები ირაკლის სიცილი და უბრალოდ თამარი ყველა ქართველის ტკბილი ბავშვობის მოგონებაა, ამიტომ ჩვენმა საიტმა მოგიმზადეთ ძალიან საინტერესო ფაქტები საუკეთესო ქართულ სიტკომ შუა ქალაქზე.

1. სერიალი გადაღებულია ყველასთვის ცნობილი სიტკომის FRIENDS -ის მიხედვით.


2. 2007 წელს. ღამის შოუს სტუდიის ყველა თანამშრომელი, გაემგზავრა ამერიკაში, სადაც შეხვდნენ FRIENDS -ის რეჟისორებს და პროდიუსერებს, გაიარეს მათთან კონსულტაცია და მიიღეს ლიცენზია მსგავსი ფორმატის სერიალის გადაღებისათვის,


3. კონსულტაცია ასევე მიიღეს ღამის შოუ სტუდიის დეკორატორებმა და დიზაინერებმა, სპეციალურად მათთვის, FRIENDS -ის დეკორატორებმა და დიზაინერებმა, მათ თვალწინ, 0-დან დაიწყეს და ააწყვეს მონიკას ოთახი, ისეთი როგორიც იგი პირველივე სეზონში იყო.


4. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, ღამის შოუ სტუდიამ, დაიწყო კასტინგი, ჯამში ჭირდებოდათ 6 მსახიობი, მაგრამ, დაამატეს ორი, დები ღლონტები, რამაც სერიალის მიმართულება საგრძნობად შეცვალა, (რომ არა ისინი სერიალი FRIENDS-ის ზუსტი ანალოგი იქნებოდა)


5. კასტინგს ეწვია 600 -ზე მეტი მსურველი,


6. მეტი რეალობისთვის ირაკლის და მარიკას ფანჯრიდან, ჩანს კორპუსი, ამ დეკორაციის უკან, არის მაგ კორპუსის დიდი “პლაკატი", ასევე არის დამონტაჟებული 2 ნათურა, ერთი ანათებს ფანჯარას, ერთი კორპუს, ასევე “პლაკატის" ფანჯრების ადგილებში არის პატარა ნათურები, რადგან შექმნას წარმოდგენა რომ ღამე ოთახებში შუქი ანთია, ამ ყველაფრის მიხედვით შეუძლიათ შექმნან, განთიადის, დილის, შუადღის, საღამოს და ღამის ხედები, იგივე არის ღლონტების სახლში.


7. ბარში შესასვლელად, მთელი ქუჩაა გაცოცხლებული, ხელოვნური ლამპიონები რომლებიც ღამე ანათებს, სახლები, და გადაღებების პერიოდში, (თუ დაკვირვებიხართ) დადიან ხალხი, რაც უფრო რეალურს ხდის.



8. შუა ქალაქის ჩაწერას ესწრებოდა მინიმუმ 200 ადამიანი.



9. დარბაზის, იმ ნაწილში, სადაც დამსწრე ხალხი სრის მოთავსებული, აყენია 8 მიკროფონი, მაშ ასე სიცილი და ტაში შუა ქალაქში 100%-ით რეალურია,



10. ერთ დღეში იწერებოდა 2 სერია. ჩაწერის მომენტში ყველაზე დიდი დრო ჭირდებოდა გადამღები მოწყობილობების გადატანას.




11. სერიალი გადაღებამდე დიდ გზას გადიოდა,


12 სერიის მოკლე შინაარსი, რომელსაც 2 სცენარისტი წერდა. და იწერებოდა 1 ფურცელზე. (სჭირდებოდა 1 დღე)



13. ამ შინაარსის მიხედვით, სცენარის შექმნა, გადიდება და სცენარის სახით წარმოდგენა, რომელზეც რამდენიმე სცენარისტი მუშაობდა (სჭირდებოდა 1 დღე)



14. მსახიობებისთვის შინაარსის წაკითხვა (სჭირდებოდა რამდენიმე საათი, ამ მომენტში მთელი სიცილი უნდა დაეცალათ მათ, რადგან გადაღებების დროს “კურიოზები" არ შეიძლებოდა, და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა)


15. ახალი დიზაინის და რეკვიზიტების შექმნა, ტექნიკური საკითხების მოგვარება, სტუდიის მოწყობა, ეპიზოდური მომენტებისთვის კასტინგი, (სჭირდებოდათ 1 დღე)


16. მსახიობებს კი სცენარის სასწავლად მხოლოდ 2 დღე რჩებოდათ, და გადაღებები ყველ ოთხშაბათს 18:00 ზე იწყებოდა.


17. გადაღებების შემდეგ, შაბათამდე, უკვე 2 სერიის მონტაჟი უნდა ყოფილიყო, მონტაჟის დროს ყველაზე ძნელი იყო ის რომ, ხმები ცალ ცალკე იყო ჩაწერილი, და მასთან უნდა ჩაესვათ მოცემული მომენტი, მონტაჟის დოს კი, მაყურებელთა სიცილსა და ტაშს, ხმას უწევდნენ, რადგან მსახიობების ხმა აღარ ისმოდა.

0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო ხაზალაშვილი
დათო ხაზალაშვილი
228