x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჩინელების უცნაური ჩვევები, რომელთა გაგებაც ძნელია

image


ჩინეთი მართლაც რომ საოცრად საინტერესო და ამოუხსნელი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ხელუხლებლად შეენარჩუნებინა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა. ჩინელები თავიანთ ტრადიციებსა და წეს - ჩვეულებებს მეტისმეტად უფრთხილდებიან, თუმცა ყველას როდი შეუძლია მათი არსის გაგება... და თუკი ჩინური სამზარეულოს გემოვნური თვისებების გარშემო არავინ დავობს, მათი ზოგიერთი ჩვეულება მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის მართალც რომ ამოუხსნელ გამოცანად რჩება. ალბათ, სწორედ ამიტომაც არის ეს ქვეყანა ასეთი საინტერესო და ამოუცნობი.





1. ჩინელები მხოლოდ თბილ წყალს სვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პირველი ნაბიჯია ჯანმრთელობისკენ.


image


2. მშობლები შვილებს სპეციალურ საბმელზე გამობმულებს ატარებენ, რათა შემთხვევით არ დაიკარგონ.

image


3. ტექნოლოგიების ეპოქაში, ჩინელები ტელეფონებს ბავშვებისთვის როგორც წესი, არ ყიდულობენ; ისინი მათ ნაცვლად პატარებისთვის საათებს იძენენ, რომლებსაც მშობლებთან დარეკვის ფუნქცია აქვთ.


image


4. ჩინელებს რძის პროდუქტები არ უყვართ. შესაბამისად, მაღაზიის თაროებზე რძისგან დამზადებულ ვერცერთ პროდუქტს ვერ იპოვით.


image


5. ქორწილის დღეს პატარძალი ღორის გამოსახულებიან სამკაულს ატარებს, ვინაიდან ღორი ჩინეთში - კეთილდღეობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.



image

6. სადილის შემდეგ ჩინელები ყოველთვის იძინებენ, ამ ჩვევას ისინი სამსახურშიც კი არ ღალატობენ.


image


7. ჩინეთში საზოგადოებრივ ადგილებში მიღებულია მუსიკის როგორც ხმამაღლა მოსმენა, ასევე ფილმების მაღალ ტონალობაში ყურება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ჩინეთში ყოფნისას ყურსასმენებზე თქვენ არავინ მიგითითებთ.


image


8. ჩინელებისთვის დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო გზა - კარაოკეში სიმღერაა, ამიტომ ქვეყანაში ამისთვის მრავალი ჯიხური ფუნქციონირებს, სადაც შეგიძლიათ შებრძანდეთ და თქვენი საყვარელი შემსრულებლის სიმღერები შეასრულოთ და ამისთვის სპეციალურ დაწესებულებას საერთოდ არ ესტუმროთ.


image











0
113
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
113