სტომატოლოგია რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები დღის განმავლობაში - რას გვირჩევს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია 2021, 6 ივლისი, 9:30 ![]() ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, რომ დღეში ორჯერ გავიხეხოთ კბილები ფტორის შემცველი პასტით, ყოველ ჯერზე ორი წუთით. რაც შეეხება გახეხვის დროის შერჩევას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მჟავე საკვების, ან სასმელის მიღების შემთხვევაში, კბილების გახეხვა არაა რეკომენდირებული, რადგან მჟავა ასუსტებს მინანქარს და კვებიდან მოკლე ხანში გაწმენდას შეუძლია მისი დაზიანება. თუ ჩვეულებრივი ჯაგრისით ვერ ვახერხებთ კბილების ხარისხიანად გახეხვას, ვისარგებლოთ ელექტრო ჯაგრისით, რომელიც გაცილებით ეფექტურად აცილებს ნადებს. სტომატოლოგები, კბილების გახეხვის გარდა, პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გვირჩევენ შემდეგს: . ყოველდღიურად გამოვიყენოთ ე.წ. ფლოსი (კბილის ძაფი). . კბილების ჯაგრისით და ძაფით გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად გამოვირეცხოთ პირის ღრუ წყლით. . დღის განმავლობაში დავლიოთ ბევრი წყალი (1.5-2 ლიტრამდე). . ვიკვებოთ ჯანსაღად და მაქსიმალურად შევზღუდოთ რაციონში შაქრის შემცველი საკვები და სასმელი. . შევცვალოთ კბილის ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ, ან უფრო ადრე. . დავგეგმოთ რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ღიმილს! ასევე დაგაინტერესებთ: აი, რატომ უნდა გაყინოთ ლიმონი - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ციტრუსზე ![]() 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად მწვანე ლობიო. ის, რაც შესაძლოა ამ პროდუქტზე არც იცოდით ![]() უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ ![]() 20 მიზეზი, თუ რატომ მთავრდება უშედეგოდ თქვენი მცდელობა დაიკლოთ წონაში ![]() 84 შეფასება არ არის
|