x
image
თუთიკო ბერძენა
ბონობო - სექსი ჭამამდე; შიმპანზე - ომი ჭამისთვის : ადამიანის ორი გტენეტიკური ნათესავის სტრატეგია
ცხოველთა სამყაროდან ჩვენ ყველაზე მეტად შიმპანზე გვენათესავება, რომელთანაც დნმ-ს 98% გვაქვს საერთო. შიმპანზე ძალიან აგრესიულია. თუმცა შიმპანზეები ისეტ ფართომასშტაბიან ომებს არ მართავენ, როგორც ადამიანები. მაგრამ მამრი შიმპანზეები ნადირობ ენ სხვა შიმპანზეებზე და ხოცავენ მათ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, აგრესიული ქცევისთვის გენეტიკურად არიან დაპროგრამებული.

image



თუმცა, კიდევ ერთი ცხოველი უნდა გავიხსენოთ - ბონობო, რომელიც ასევე ახლოს გვენათესავება და რომელსაც იგივე წინაპარი ჰყავდა, რაც შიმპანზეს. ბონობოს პრიმატოლოგები აღწერენ, როგორც უფრო ჭკვიანს, კეთილს, თანამგრძნოპბს და მშვიდობიანს, ვიდრე შიმპანზეს, მის გენეტიკურად მსგავს ბიძაშვილს. მაშინ, როცა შიმპანზეები მცირე საბაბის შემთხვევაშიც კი ძალადობრევ ქცევას მიმართავენ, ბონობო დედამიწაზე არსებულ ძუძუმწოვარ ცხოველებს შორის ყველაზე ნაკლებად აგრესიულ სახეობად ითვლება.


ბონობოებს "სიყვარული ომის ნაცვლად"მაიმუნებსაც უწოდებენ, რადგან იმ აქტივობების დაწყებამდე, რომელსაც კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, ბონობოები ერთმანეთს ეფერებიან. ეს სექსუალური აქტივობა პოტენციური კონფლიქტის გაფანტვის ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, როცა ჯგუფი საჭმელად მიდის, ისინი ჯერ სექსუალურ კავშირებს ამყარებენ და შემდეგ მშვიდობიანად ჭამენ.


image


ამის საპირისპიროდ, როცა შიმპანზეები მიდიან საჭმელად, ისინი საკვების გამო ჩხუბს იწყებენ. ასევე შიმპანზეებისგან განსხვავებით, ბონობოს ჯგუფებში მდედრები დომინირებენ და ისინი ცნობილი არიან ჯგუფის სხვა წევრებისადმი ყურადღებიანობით.

image


ბონობო იშვიათი გამონაკლისია. პრიმატებს შორის აგრესია თითქმის უნივერსალურია, რაც გვავარაუდებინებს, რომ აგრესიულობა განვითარდა და შენარჩუნდა გადარჩენისთვის მისი ღირებულების გამო. ამასთან თითქმის ყველა ორგანიზმს ჩამოუყალიბდა ძლიერი შემაკავებელი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ, შეაკავონ აგრესია, როცა მისი გამოვლენა არ შედის მათ ინტერესებში. აგრესია არჩევითი სტრატეგიაა.


image


ის განისაზღვრება, როგორც ცხოველის არსეული სოციალური გამოცდილებით, ისე კონკრეტული სოციალური კონტექსტით, რომელშიც აღმოჩნდება ცხოველი. ბონობოს მაგალითი ამტკიცებს, რომ ცხოველებში ზალადობა სულაც არაა გარდაუვალი, კულტურას მისი მოსპობა ნამდვილად შეუძლია.

1
159
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
159
  
2021, 12 ივლისი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1