x
image
თუთიკო ბერძენა
"სიკვდილის განმდევნელი", რომელმაც გადატრიალება მოახდინა ქირურგიაში

image ამბრუაზ პარე ქირურგიის უდიდესი რეფორმატორი, პარიზის ცნობილი ოტელ–დიეს კლინიკის ექიმი, სამხედრო ქირურგი და თანამედროვე ორთოპედია-ტრავმატოლოგიის წინაპარი, საფრანგეთის ოთხი მეფის ჰენრიხ II, ფრანცისკ II, კარლოს IX და ჰენრიხ III-ის პირადი ქირურგი გახლდათ.


1573 წელს გამოსცა ქირურგიის კლასიკად ქცეული რევოლუციური "deux Livres de Chirurgie ". აქვს საოცრად საინტერესო ბიოგრაფია. გამოირჩეოდა ღრმა ფილოსოფიურ–პრაგმატული აზროვნებით. მხოლოდ მან, საფრანგეთის სამედიცინო წრეებში არაღიარებულმა გაბედა ოპერაცია გაეკეთებინა ლახვრით მძიმედ დაჭრილი ჰერცოგ დე გიზისათვის, როცა სორბონის სამედიცინო ფაკულტეტის ყველა დიდმა ქირურგმა უარი განაცხადა ოპერირებაზე და განკურნა კიდეც იგი. მან მსოფლიოში პირველმა შემოიღო სისხლძარღვის ლიგირების მეთოდიკა, რამაც საშუალება მისცა ეხსნა მრავალი მძიმედ დაჭრილის სიცოცხლე.

ამის გამო პარეს "სიკვდილის განმდევნელი" შეარქვეს . საბოლოოდ მისი შრომებით შეიქმნა ფუნდამენტი ახალი ეპოქის ქირურგიისათვის, მაშინ როცა პარეს მეტოქე სორბონელი "დიდი" ქირურგების სახელიცა და ნაცოდვილარიც დავიწყების ბურუსმა შთანთქა. ხდება ასეც...


ძალიან დამაფიქრებელი სიტყვები აქვს ექიმის მოღვაწეობაზე, მის ბედ–იღბალზე, აუცილებლობისა და შემთხვევითობის როლზე მედიცინაში. მისი გამონათქვამები მოყვანილი აქვთ მე–XIX და მე–XX საუკუნის დიდ ქირურგებს თავიანთ წიგნებში (მაგალითად ბილროთს, კოხერს, ლარეის, პიროგოვს. დიდი იუსტინე ჯანელიძეც ახსენებდა ხშირად ლექციებზე მას და მის დამსახურებას სამხედრო ქირურგიაში, ნაპოლეონის მთავარი ქირურგი ლარეი კი ყველა ფრანგი ქირურგის მასწავლებელს უწოდებდა)

0
324
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0