x
გაკვეთილის გამეორების მნიშვნელობა
image

”საათობით ვსწავლობდი, მაგრამ ახლა არაფერი მახსოვს.”

ნებისმიერ თქვენგანს ერთხელ მაინც გსმენიათ ეს ფრაზა შვილებისგან. ბევრი თქვენგანი ეუბნება შვილებს - „ისწავლე“. როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებით, ისინი გპასუხობენ, რომ მათ უკვე ისწავლეს, თუმცა სწავლის მიუხედავად მათ მაინც "ვერ შეძლეს" გაკვეთილებზე/სემინარებზე და გამოცდებზე სასურველი შედეგის ჩვენება.

ეს იმიტომ არ ხდება, რომ ისინი საკმარისად არ სწავლობენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეფექტურად არ სწავლობენ.


მოსწავლეთა/სტუდენტთა უმეტესობა ცდილობს, ზეპირად დაიმახსოვროს სასწავლო მასალა გამოცდების დროს.სამწუხაროდ, ზეპირად დამახსოვრება არ არის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ცოდნის მისაღებად. მაგალითად, მოსწავლე/სტუდენტი, რომელიც ზეპირად იმახსოვრებს მასალას სასწავლო წლის დასაწყისში, მას მალევე ავიწყდება ნასწავლი და საბოლოო გამოცდაზე იმ შედეგს ვერ აღწევს, რასაც შეძლებდა გააზრებულად დამახსოვრების შემთხვევაში.

იმის ნაცვლად, რომ წლის ბოლოს ყველა საგნის მასალა ერთდროულად დაიმახსოვროთ, ჯობია გაკვეთილები/სემინარები სისტემატურად მოამზადოთ და გაიმეოროთ.ეს დაგეხმარებათ, როგორც საგნის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში, ასევე თქვენი შრომა იქნება პროდუქტიული და ცოდნა დიდი ხნის განმავლობაში.ბევრი სტუდენტი წუწუნებს გამეორების ხსენებაზე, ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ იციან მასალის გამეორების მნიშვნელობა.

გაკვეთილის/სემინარის გამეორება არის მეთოდი, რომელიც გვეხმარება მოკლედ გავიხსენოთ და აღვიდგინოთ მიმდინარე დღეს სკოლაში/უნივერსიტეტში ახსნილი მასალა.ამ პროცესში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 10 წუთი დავხარჯოთ.მასალის გამეორების დროს ჩანაწერის გაკეთება გვეხმარება დავიმახსოვროთ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კითხვისას დავიმასოვრებდით.გამეორების დროს ჩვენ მიერ გაკეთებული მცირე ჩანაწერები, დაგვეხმარება საგნის უკეთ ათვისებაში და ცნობიერების გაზრდაში.

გამეორების სარგებელი არ არის მხოლოდ დამახსოვრების უზრუნველყოფა. გამეორებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა განვლილი თემები უკეთ შევისწავლოთ. მაშინაც კი, თუ პირველად წაკითხვისას თემას ძალიან კარგად ვგებულობთ, ჩვენ მაინც არ გვაქვს გააზრებული ინფორმაცია სრულყოფილად .თუ იგივე თემას ხელმეორედ რამდენჯერმე გავიმეორებთ, ტვინი განაახლებს ინფორმაციას და დაუკავშირებს მას ძველ ინფორმაციას.

გამოცდების ჩაბარებამდე მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ გაკეთებული ჩანაწერების გადახედვა და გამეორება, აგრეთვე იმ საკითხების დაზუსტება, განმტკიცება და შენიშვნების მიღება, სადაც არამყარი ცოდნა გვაქვს.ამრიგად, ინფორმაცია უფრო მკაცრად ასოცირდება სხვა ინფორმაციასთან. სხვა თემებზე შესაბამისი ინფორმაციის პარალელურად ჩანიშვნა ასევე, აძლიერებს ვიზუალურ ასოციაციას.

მასალის გამეორება უნდა მოხდეს ყოველდღიურად და არ უნდა ჰქონდეს მას ყოველკვირეული და ყოველთვიური სახე.ზოგიერთი მოსწავლე პრობლემას წყვიტავს ყოველდღიური გამეორებით და საქმეს ხვალისთვი არ დებს. სამწუხაროდ, გამეორებებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი არ არის ეფექტური მასალის დამახსოვრებაში.

თუ რეგულარულად იმეორებთ ინფორმაცის, ის მუდმივად იშიფრება თავის ტვინში. როდესაც სტუდენტი/მოსწავლე რეგულარულად არ იმეორებს მასალას, იგი გრძნობს ამის ნაკლებობას.ხოლო თუ რეგულარულად იმეორებს, ამ შემთხვევაში ნაკლებ შეცდომებს უშვებს საგნებში და საბოლოო შედეგიც სასურველია.

დაიმახსოვრე! მასალის გამეორების საშუალო დრო 10 წუთია. თუ გამეორება ამ დროს გადააჭარბებს, ანუ 10 წუთიანი კითხვის შემდეგ, ჯერ კიდევ არის წერტილები, ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილი კარგად არ არის ნასწავლი. ამ შემთხვევაში აუცილებელია საგნის თავიდან კიდევ ერთხელ შესწავლა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ჩიჩაკ ნასიბოვა
ჩიჩაკ ნასიბოვა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0