x
image
ირინა მ.
Mediator image
იმპოტენციასთან ბრძოლის ყველაზე უარესი მეთოდები წარსულში

image


მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების თანამედროვე სტილი და სტრესები მამაკაცის პოტენციაზე ცუდათ აისახება, ასეთი ტიპის პრობლემები ადამიანებს ყველა დროში ჰქონდათ. მამაკაცური ძალის დაკარგვა, კატასტროფად ითვლებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და უკვე მაშინ ცდილობდნენ მის მკურნალობას. ომპოტენციასთან ბრძოლის ისტორიას, რომელიც მრავალ ასწლეულებს ითვლის, სავსეა საოცარი ფაქტებით და უცნაური რეცეპტურით.

image

სამკურნალო ხსნარი ეგზოტიკური ცხოველებისგან

ძველ ეგვიპტეში, პოტენციის პრობლემები კი ითვლებოდა ღმერთების წყევლად, მაგრამ მცხვერპლთშეწირვისა და ლოცვების გარდა, რთულ სამკურნალო ხსნარებსაც მიმართავდნენ. წამლის ზუსტ შემადგენლობას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ცნობილია, რომ ხშირად გამოიყენებოდა მაზები, რომელთა შემადგენლობაშიც არომატული ზეთები და ახალგაზრდა ნიანგების გულები შედიოდა.

image

image

უძველეს ინდოეთში, კამასუტრის სამშობლოში, მამაკაცების პრობლემას უფრო უჩვეულო მეთოდებით უდგებოდნენ. მაზისთვის საჭირო იყო კრაზანის ნესტარი. მაზი რომ დაემზადებინათ, მამაც ფარმაცევტებს ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის რისკის ფასად უწევდა კრაზანების ბუდეების დაშლა.

გამოიყენებოდა ცხოველური წარმოშობის ბუნების სხვა ნობათიც. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოტენციას მკურნალობდნენ მარტორქის რქის ფხვნილით, ჩინეთში კი პოპულარული იყო ვეფხვების სასქესო ორგანოების ნახარში. ეს საშუალებები დღესაც მოთხოვნადია შავ ბაზარზე, მიუხედავად იმისა რომ ვეფხვის მოკვლისთვის კორეაში სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. მარტორქები ამ რეგიონში მთლიანად ჯერ კიდევ 100 წლის წინ გაანადგურეს.

ქათმის გულები და მოხრაკული ბეღურები

რუსეთშიც ცხოველური წარმოშობის სასმელებით მკურნალობდნენ. მაგ., დანაყული და წყალგარეული ირმის ძვლის ტვინის ხსნარის დალევით. იყო სხვა მეთოდიც: ერთ-ერთ გუბერნიაში მკურნალები მამაკაცებს 30 ცალი ბეღურისგან მომზადებულ კერძს აჭმევდნენ.


image

ელექტროშოკური თერაპია

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, რაც უფრო პოპულარული ხდებოდა ელექტრობა, მით უფრო ხშირად იყენებდნენ მას მედიცინაში. ელექტროშოკური თერაპია თითქმის პანაცეად ითვლებოდა ნერვული სისტემის დაავადებებისთვის. რა თქმა უნდა, იმპოტენციის მკურნალობაც დაიწყეს დენით. მე-19, მე-20 საუკუნეებში, აშშ და ევროპაში ასობით "მამაკაცების ჯანმრთელობის" ცენტრი გაიხსნა, რომელთა ძირითად მოწყობილობას გენერატორი შეადგენდა. პროცედურა უბრალო იყო-ელექტროდებს ადებდნენ სასქესო ასოზე ან საერთოდ ასოს შიგნით შეჰყავდათ და დენს რთავდნენ, იმ იმედით, რომ ამ ორგანოს "გამოაფხიზლებდნენ". რთული წარმოსადგენი არ არის, რა დღეში იქნებოდა ამ დროს პაციენტი. თუმცა რას არ გააკეთებ მამაკაცური ღირსების აღსადგენად.

image

image

სტრიქნინი

თითქმის ერთდროულად, ელექტროშოკურ თერაპიასთან ერთად გამოიყენებოდა სარისკო მედიკამენტოზური მეთოდიც.

მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს სტრიქნინი, სასიკვდილო შხამი, რომელსაც შეიცავს ქუჩულას თესლი. მცირე დოზებში ის არ კლავდა, მაგრამ იწვევდა ნერვული სისტემის უძლიერეს აღგზნებას. ახლა რთულია იმის დადგენა, თუ ვის მოუვიდა თავში პირველად სასქესო ორგანოს "ტონიზირება" სტრიქნინით, მაგრამ აფთიაქებში მასიურად გაჩნდა სხვადასხვა საშუალებები ამ მცენარეული შხამის საფუძველზე. გამოჯანმრთელების იმედით, მამაკაცებს ამ პრეპარატებით თავი კრუნჩხვებამდე მიჰყავდათ. უცნობია, რამდენ უბედურს დაუჯდა სიცოცხლის ფასად ასეთი "მკურნალობა". სამწუხაროდ, ტრიქნინი მოკლე ვადის განმავლობაში ინარჩუნებდა ეფექტს, გვერდითი ეფექტები კი საშინელი ჰქონდა, ამიტომ მოდა ამ შხამზე სწრაფად გადავიდა და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მას მღრღნელების მოსაწამლად იყენებდნენ.

image

რადიაცია

1898 წელს, მეუღლეებმა კიურებმა რევოლუციური აღმოჩენა მოახდინეს, რომელმაც სამყარო შეცვალა-მათ რადიუმი აღმოაჩინეს. მაგრამ რადიაციის დამღუპველ მოქმედებაზე იმ დროს არაფერი იყო ცნობილი, ამიტომ აქტიურად დაიწყეს ქიმიური ელემენტის გამოყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ვისაც დეპრესია და სისუსტე აწუხებდა, შეეძლოთ შეეძინათ აბები Radione, რომელიც ენერგიის "აფეთქებას" და საღი აზროვნების გარანტიას იძლეოდა, გაახალგაზრდავების მსურველებს კი სახის კრემს Tho-Radia-ს სთავაზობდნენ (თავის დაკრძალვის ცერემონიალზე ალბათ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ). ახლა კარგად არის ცნობილი, თუ რა დამღუპველია რადიაცია პოტენციისთვის, მაგრამ იმდროინდელი ექიმები პოტენციის დასაბრუნებლად იყენებდნენ რექტალურ სუპოზიტორიებს რადიუმის საფუძველზე. რა თქმა უნდა ერექციას ისინი ვერ აბრუნებდნენ, სამაგიეროდ გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტი ხვდებოდა, რომ პოტენციის არარსებობა ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული პრობლემა არ არის.

image

ცხოველების სასქესო ჯირკვლების გადანერგვა

1918 წელს, ამერიკელმა თვითმარქვია ქირურგმა, ჯონ რ. ბრინკლიმ დაარწმუნა მთელი სამყარო იმაში, რომ თხის სასქესო ჯირკვლების გადანერგვა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა მამაკაცების პრობლემას. ბრინკლიმ ჭორი გაავრცელა, რომ მის პირველ პაციენტს, ფერმერ ბილ შტიცვურფს, სრულყოფილად დაუბრუნდა პოტენცია და ოპერაციის შემდგომ მალევე მამა გახდა. ამ რეკლამამ იმუშავა და ექიმი ყოველდღე ტრანსპლანტაციის ოპერაციებს ატარებდა. პაციენტები ამაში 750 დოლარს (დაახლოებით 10 ათასი დოლარი დღევანდელი კურსით) იხდიდნენ. რა თქმა უნდა, არავითარი დადებითი შედეგი ცხოველის ტესტიკულას არ შეეძლო ჰქონოდა, მას ადამიანის ორგანიზმი არ იღებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თაღლითმა ბრინკლიმ ექიმის დიპლომი თავისნაირი თაღლითებისგან იყიდა, წარუმატებლობისთვის განწირულმა ოპერაციებმა კი რამდენიმე თვეში გაამდიდრა. გამოაშკარავების შემდეგ ბრინკლი სასამართლოზე მოხვდა, დაგროვილი კაპიტალი კი დაკარგა.

image

ლოცვები და ძაღლის სისხლი

მე-15 საუკუნეში, უცნობმა ავტორმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით "მოკლე ტრაქტატი იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ჯადო აქვთ გაკეთებული და ცოლთან ურთიერთობა არ შეუძლიათ". ეს იყო ინსტრუქცია იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს, თუ ქმარი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას მეუღლესთან. რა თქმა უნდა, ყველაფერში ჯადოქარი იყო დამნაშავე და მის მიერ გაკეთებული ჯადოსგან განთავისუფლება ლოცვებით და მეუღლეების საძინებლის კედლებზე ძაღლის სისხლის მისხურებით ხდებოდა.

image

კოცონზე დაწვა

იმპოტენციასთან ბრძოლის ყველაზე რადიკალური მეთოდი კოცონზე დაწვა იყო. კოცონზე წვავდნენ არა პაციენტს, არამედ იმას, ვინც დამნაშავე იყო მამაკაცის სექსუალურ უძლურებაში. ამ საეჭვო მეთოდიკას საფუძვლად ედო, შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსის და ღვთისმეტყველის, თომა აქვინელის შრომები, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამაკაცების უძლურებას ბოროტი ძალა იწვევდა. ინკვიზიციის არსებობის პერიოდში აქვინელის ჰიპოთეზიდან შემდეგი დასკვნები გააკეთეს: თუ ქმარს არაფერი გამოსდიოდა ცოლთან, ადანაშაულებდნენ დემონებს, რომლითაც ცოლი იყო შეპყრობილი. ოჯახის სასიკეთოდ და პირველ რიგში "დემონებით შეპყრობილი" მეუღლის სასიკეთოდ, მას როგორც ალქაჯს, წვავდნენ კოცონზე. ის ფაქტი, რომ დამნაშავის დაწვის შემდეგ პოტენცია ქმარს არ უბრუნდებოდა, რატომღაც არავის აღელვებდა.

image


ასევე საინტერესოა:





10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები

image








0
196
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
196