x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ფაქტები ფულზე, რომლებიც ბავშვებს არასდროს არ უნდა ვუთხრათ
ალბათ, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ბავშვები გარკვეულ ასაკამდე არ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ფულის შესახებ. პროექტ "ფინანსური ჯანმრთელობის" ექსპერტებმა ისაუბრეს მშობლების დამოკიდებულებაზე ფინანსების მიმართ, რაც ხელს უშლის შვილებს წარმატებაში.


image



მოდით, ვნახოთ, თუ რა ფაქტების გათვალისწინება გვმართებს ფულთან დაკავშირებით და რა სახით არ უნდა დავაინფორმიროთ ამაზე ბავშვები.



ყველა პრობლემას წყვეტს ფული - ამით ვხდით მას შეპყრობილს, იღწვოდეს სიმდიდრისკენ, რაც საბოლოოდ ბავშვს უყალიბებს მოსაზრებას, რომ ფული თავისთავად ცხოვრების მიზანია, ემოციურად მნიშვნელოვანი ფენომენი ცხოვრებაში, ხოლო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ატრიბუტი ბედნიერებისთვის. (ასე, ის დაკარგავს მთავარი ღირებულებების გამომუშავების შანსს)




ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება - მსგავსი პასუხი არის გადარჩენის რეჟიმი. ფსიქოლოგების აზრით, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ცნობიერებაზე. ბავშვისთვის ეს არის იმის სიგნალი, რომ სამყარო იმდენად საშიშია, რომ მოზარდებიც კი ვერ უმკლავდებიან. (ამით ის ხვდება, რომ არსებობს კონტრასტი მასა და სხვა ბავშვებს შორის)



ნუ ხარ უმადური - ამ ფორმულირების თანახმად, დანაშაულის, სირცხვილისა და უსარგებლობის თვისებები ითესება ბავშვში. (შეგვიძლია მადლიერების გრძნობა სხვა გზით ვასწავლოთ, შენიშვნით მაინც ვერ მიხვდება)



ჩემს შვილს ყველაფერი საუკეთესო ექნება - ამ ფორმულირების შედეგად, საზღვრების არარსებობა იწვევს ბავშვის "გაფუჭებას" და ფინანსურ შეუკავებლობას. (შედეგად, მას ყოველთვის საუკეთესო მოუნდება და რას იზამს თუ ყველაფერი ვერ მიიღო როცა გაიზრდება და გვერდით არ ეყოლებით?)



ფული ციდან არ ცვივა - ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი მიდგომა და თქმა ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ბავშვში მუშაობის მიმართ. (უმჯობესია შრომა შეაყვაროთ აქედანვე და წაახალისოდ ხოლმე)



თუ კარგად მოიქცევი, სათამაშოს გიყიდი - ეს რეალურად მანიპულირებაა. ამ გზით ბავშვს მოაქცევთ თქვენი გავლენის ქვეშ. (ის მხოლოდ იმ მოტივით მოიქცევა კარგად, რომ კრთამი მიიღოს, კარგი ქცევების გამომუშავებას კი ვერ მოახერხებს)

0
102
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0