x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფოტოპროექტი "მიტოვებული სკანდინავია" სუსტი ნერვების მქონე ადამიანს აატირებს, ამათი მიტოვება იქნებოდა?!

image ცარიელი ციხესიმაგრეები, მიტოვებული სასახლეები, ბავშვთა სახლები, ფსიქიატრიული კლინიკები, ბრწყინვალე ტაძრები, სანატორიუმები, სკოლები უძლურების გრძნობას გიჩენს, როგორ უნდა მიეტოვებინათ ხელოვნების ნიმუშად ჩასათვლელი არქიტექტურის ზემოთ დასახელებული ობიექტები ჩემამდე არ დადის, ეს ხომ დანაშაულია, ეს ხომ წარსულის უპატივცემლობაა.
ფოტოპროექტი "მიტოვებული სკანდინავია" 6 წელია რაც არსებობს და ამ დროის მანძილზე ტანია პალმუნენმა და კიმო პარხიალამ მოიძიეს და გადაიღეს რამდენიმე ასეული ადამიანის თვალებისგან მოფარებულ ადგილებში ლამის საიდულოდ ქცეული ობიექტები მშობლიურ ფინეთში, შვედეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ბალტიის ქვეყნებში.
"ეს მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედიაა, მიატოვო მსოფლიო კულტურის ნაწილად ქცეული საოცარი არქიტექტურის მქონე შენობა-ნაგებობები, ტაძრები, სასახლეები და რაც ყველაზე ცუდი სანახავი იყო ჩვენთვის-მიატოვო სასაფლაო, სადაც შენი წინაპრები განისვენებენ.
თითოეულ შენობას გააჩნია საოცარი ისტორია, აგებიდან დაწყებული მისი გამოყენების პერიოდით დამთავრებული. ჩვენ ვეცადეთ ამ ფოტოპროექტით მსოფლიოსათვის გვეჩვენებინა თუ რა დონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გავწირეთ განადგურებისათვის, თუ მათი შველა რესტავრაციის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელია ხვალ უკვე გვიან იქნება, რადგან კლიმატი და დაუნდობელი დრო სასტიკად უსწორდება უპატრონოდ დარჩენილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც რატომღაც გაეროს ძეგლთა დაცვის განყოფილებაში არსად არაა აღნიშნული და დაფიქსირებული, არც ის სახელმწიფოები ზრუნავენ მათზე რომლებსაც ეს ობიექტები ეკუთვნის"-განაცხადეს ფოტოგრაფებმა მასიური ინფორმაციის საშუალებებთან ერთერთ ინტერვიუში.
მართლაც, სუსტი ნერვების მქონე ადამიანს ემოცია მოგეძალება ამ უნიკალური სიძველის კულტურული ძეგლების და იქ განთავსებული ნივთების ასეთ მდგომარეობაში ნახვისას.
მე უცხოელების გამკვირვებია, თორემ აქ ჩვენთან უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია კატასტროფულ მდგომარეობაში და ხელის შემშველებელი არავინაა.
ბაგრატის ტაძრის "ჰაიჰარად" რესტავრირების გამო 400 სამშენებლო ქვამდე და თლილ ლოდამდე გადარჩა რესტავრაციის მერე, გელათის სამონასტრო კომპლექსში კატასტროფული მდგომარეობაა, დაიწყო შეუქცევადი პროცესი-წყლით გაჟღენთილი კედლებიდან რამდენიმე საუკუნის წინ გაკეთებული ფრესკები ცვივა, ზუგდიდის რაიონში ჭაქვინჯის ციხე უპატრონობით უკვე არ ექვემდებარება რესტავრაციას, სენაკში შხეფის ციხე სულს ღაფავს, რუხის ციხეს სარეველა ანადგურებს, ომუნეს სათვალთვალო კოშკი სამეგრელო-ზემო სვანეთის მიჯნაზე სვანური წესით გადაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კოშკი დადიანის ბრძანებით იყო აგებული და ოდიშის სამთავროში მიღებული გადახურვის წესით იყო გადახურული, უშგულში იბზარება და ინგრევა კოშკები, შატილში ციხე-კომპლექსი ნადგურდება.
იმედია საქართველოს ძეგლთა დაცვის სტრუქტურა "გამოფხიზლდება" და დროულად მიხედავს ძეგლებს, რომელთა რესტავრაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია.
რაც შეეხება სტატიაში მოცემული ფოტოპროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, გთავაზობთ კოლაჟის სახით.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
391
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
391