x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში
image

კორონავირუსმა უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიოზე. მისი გავრცელება იქცა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად 21-ე საუკუნეში და უხილავი მტრის წინააღმდეგ მთელი სამყარო გაერთიანდა. ამ დაავადებას უამრავი ადამიანი შეეწირა, ბევრი მათგანის ჯანმრთელობა კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, კორონავირუსმა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობის გარდა იქონია, მსოფლიო ეკონომიკაზე, რაც რასაკვირველია დიდი არეულობის დასაწყისი შეიძლება გახდეს, ასევე იგი გახდა სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უდიდესი ფაქტორი. ამ ყველაფრის გარდა, კორონავირუსმა გავლენა იქონია ოჯახებზე, რომლებშიც იმატა ძალადობამ, გაუგებრობამ, კონფლიქტმა და ა.შ.

შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დაავადებულთა შესამცირებლად დისტანციის დაცვაა, მაგრამ სახლი ყველა ადამიანისათვის სულაც არაა უსაფრთხო გარემო. ერთის მხრივ, ვირუსის დასამარცხებლად, მისი პრევენციის მიზნით, ადამიანები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, მაგრამ მეორე მხრივ, უამრავი ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთად იმყოფება ერთ სივრცეში, რაც მისთვის შესაძლოა ასევე საშიში აღმოჩნდეს. პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა იჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვი, რაც გარკვეულწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმების შესუსტებამ. ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის ან წევრების მიერ დანარჩენ წევრზე/წევრებზე განხორციელებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობას, ასევე იძულებასა და უგულებელყოფას. “2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი’’ - ის ციტატა რო გაქ იყოს - სწორედ ეს მონაცემებია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, პანდემიის პირობებში გამოწვევას წარმოადგენდა მსხვერპლის მიერ შესაბამის უწყებაში ფაქტის შესახებ შეუტყობინებლობა, რისი მიზეზიც მოძალადესთან ფიზიკური სიახლოვე გახდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, მოსახლეობას გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღწერილი იყო გადაუდებელი დახმრების ოპერატორთან აპლიკაციით შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქცია, ე.წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით. მოცემული აპლიკაცია 3000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიწერა და გაიზარდა ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევებიც.

ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა და ახლაც შეინიშნება კრიზისების, მათ შორის, ეპიდემიისდროსაც. კორონავირუსის დროს არსებული პანდემიისას ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად გაიზარდა ერთი მესამედით (მაგ: საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი კარანტინის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა 30%-ით, სინგაპურში 33%-თ. გარდა ამისა, ასევე დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა გერმანიაში, კანადაში, ესპანეთში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებშიც). შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ ქვეყნების უმეტეს ნაწილში მსხვერპლი ქალების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მოცემულ სიტუაციაში, ძალადობის რისკს სხვადასხვა სიტუაცია ამწვავებს, ეს შეიძლება იყოს: პანდებიით გამოწვეული სტრესი, შიში, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც შეიძლება გახდეს მაპროვიცირებელი ფაქტორი მოძალადისთვის. ძალადობის მსხვერპლი უფრო დიდ დროს ატარებს მოძალადესთან, ამიტომ, მისგან თავის დაღწევა ზოგჯერ შეუძლებელი ხდება, კარგ შემთხვევაში კი უბრალოდ რთულდება- რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა განმარტოება ვერ მოახერხოს და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი სამართალდამცავ უწყებაში დარეკვაა.


გარდა ამისა, ცოლ-ქმარს შორის მცირედი უთანხმოება პანდემიამ შესაძლოა დიდ კონფლიქტად გარდაქმნას, რადგან ამ დროს არცერთ მადგანს წასასვლელი არსად არ აქვს, შესაბამისად აგრესიის მსხვერპლნი მოძალადის პირისპირ მარტო დარჩნენ. ისინი აღმოჩდნენ აბსოლუტურად უცხო სიტუაციაში, რომელიც ახალი ქცევის ჩამოყალიბებას, დასწავლას საჭიროებს, რის გამოც შეიქმნა რიგი პრობლემები. მაგალითად – სწრაფი ცხოვრების ტემპიდან აბსოლუტურად ჩაკეტილ ცხოვრების წესზე გადასვლა. პირველი ე.წ. შოკი კი ის იყო, რომ ვერავინ გაიგო, რა ხდებოდა, როგორ დაეგეგმა მომავალი და როგორ გაეკეთებინა საქმე. თუმცა რამდენიმე კვირის მერე დაიწყო გარკვეული ქცევის ჩამოყალიბება. ჩაკეტილი ცხოვრების სტილმა ზოგიერთ ადამიანში გაამწვავა და გამოამჟღავნა აგრესიული დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ და ამ აგრესიის გამოვლენის საშუალებად ისინი ოჯახურ ძალადობას მიმართავენ. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი დასახელდეს, მაგალითად, როცა ოჯახის ერთ წევს გარეთ გასვლა სურს და სახლში, ჩაკეტილ სივრცეში, ყოფნა აღარ შეუძლია, მეორე კი მას გარეთ გასვლას უკრძალავს. ეს შესაძლოა ერთი შეხედვით მცირე დეტალი იყოს, მაგრამ დიდია შანსი, რომ ძალადობისა და აგრესიის გამოწვევის მიზეზი იყოს.

სტატისტიკა პანდემიის გავრცელებამდეც აჩვენებდა, რომ ოჯახური დანაშაული ისევე, როგორც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც სოციალური საშიშროებისა და სპეციფიკური ხასიათის გათვალისწინებით, დამანგრეველი, ხშირად ფატალური შედეგები მოყვება არა მხოლოდ დაზარალებულისათვის, არამედ საზოგადოებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი (35%) ერთხელ მაინც ყოფილა პარტნიორის/ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ის ფაქტი, რომ ამ ფორმის ძალადობას ფარულობა ახასიათებს და დუმილის, სტიგმისა თუ სხვა ფაქტორის გამო, რიგ შემთხვევებში, არ მჟღავნდება. ქალებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ, ან ეშინიათ, რომ ამაზე ღიად ისაუბრონ, რადგან სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მხარდაჭერად საზოგადოება მამაკაცს უცხადებს. 2018-2019წლებში საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული ოჯახში ძალადობა იყო. ამ დანაშაულის მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს, რაც მიახლოებით 88%-ია სწორედ ქალები წარმოადგენდნენ.

ორგანიზაციები, რომლების ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში (კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ) მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის ბევრად მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე მანამდე (პანდემიის დაწყებამდე). აღნიშნულის შედეგად, შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ ეს ყოველივე მსხვერპლს მოძალადესთან ერთ სივრცეში უწევს ყოფნით არის გამოწვეული, რის გამოც, იგი ვერ ახერხებს სამართალდამცავ უწყებაში დარეკვას, მიუხედავად ამისა, შესაძლოა ალტერნატიული საშუალების დახმარებით მოახერხოს თავის დაცვა, რომელთაგან ერთ-ერთი სოციალური ქსელის გამოყენებაა. უმნიშვნელოვანესია ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება „112“ მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც, ზარის განხორციელების გარდა, იძლევა ჩუმი გამოძახებისა და ოპერატორთან მიმოწერის შესაძლებლობასაც.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს. ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ხალხს იზოლაციის დაცვას სთხოვდნენ, მაგრამ ამასთანავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღინიშნა ძალადობის გაზრდის რისკი ოჯახში. ძალადობას ქვეყნები სხვადასხვანაირად ებრძვიან და ცდილობენ ის შეამცირონ (მაგალითად, ავსტრალიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად დამატებითი თანხები გამოყო. თავშესაფართა გადატვირთულობის გამო, საფრანგეთმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ასევე უზრუნველყო ალტერნატიული საცხოვრებლები. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში მსხვერპლს შესაძლებლობა აქვს, რომ აფთიაქში კოდური სიტყვით შეატყობინოს დაწესებულების წარმომადგენელს ოჯახში ძალადობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანამ, მართლმსაჯულების დაუყოვნებელი განხორციელების მიზნით დაიწყო დისტანციური სასამართლო პროცესების უზრუნველყოფა და ა.შ.). უკეთესი იქნება თუ საქართველოშიც ჩატარდება სპეციალური ღონისძიებები, რაც გაამარტივებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებას საგანგებო მდგომარეობის, ამ შემთხვევაში კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.


0
1
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
გუჯაბიძე მარიამი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0