ექსპერტები რატომ დახოხავდა მუხლებზე ხრუშჩოვი სტალინის წინაშე? 2021, 2 ივლისი, 13:07 ![]() ”მსგავსი დანაშაულისთვის მაშინ დახვრეტა იყო. ხრუშჩოვი სტალინთან მივიდა და მუხლებზე დაეცა. ..სხვათა შორის ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო - პირველი აპატიეს მის შვილს ”, - თქვა მალენკოვმა. მალენკოვ უმცროსს მიაჩნია, რომ ხრუშჩოვის 1956 წლის მოხსენება საბჭოთა კავშირის XX ყრილობაზე"პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ" იყო ხრუშჩოვის შურისძიება სტალინზე "თავის დაბდურა შვილის ლეონიდის გამო". ![]() ”პირველ რიგში, (პირადად წაიკითხა მოხსენება” პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ ”)მას (ნიკიტა ხრუშჩოვს) სურდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია. საერთოდ, ის ძალიან შურისმაძიებელი კაცუნა იყო ”, - განაცხადა მალენკოვის ვაჟმა. 1942 წლის შემოდგომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ლეონიდ ხრუშჩოვს, ნიკიტას უფროს ვაჟს, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, რვა წელი მიუსაჯეს, პლუს ფრონტზე მსახურობით, ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ამბავი ჩაფარცხეს. 1943 წლის 11 მარტს ლეონიდ ხრუშჩოვმა საბრძოლო გაფრენა განახორციელა, რის შემდეგაც იგი უკან ვეღარ დაბრუნდა.მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ![]() გიორგი მალენკოვი - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოღვაწე და პარტიის ლიდერი, იოსებ სტალინის უახლოესი გარმოცვა და თანამებრძოლი, 1953 წლიდან 1955 წლამდე ხელმძღვანელობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს. იგი ხელმძღვანელობდა თავდაცვის ინდუსტრიის რიგ დარგებს, ასევე მსოფლიოში პირველი ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას. სტალინის გარდაცვალების შემდეგ იგი თავდაპირველად აღიქმებოდა, როგორც მისი მემკვიდრე. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ახსოვდა მრავალი აკრძალვის მოხსნა, რომელიც მისი ინიციატივით მოხდა: საგარეო პრესა, საზღვრის გადაკვეთა, საბაჟო გზავნილები. ![]() ეს არ მოეწონა ბევრ პარტიულ ჩინოვნიკს, ამან მძლავრად შეარყია მისი პოზიცია, რის შედეგადაც ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა სსრ კავშირის ფაქტობრივი ლიდერი. 1957 წელს მან შექმნა ეგრეთ წოდებული ანტიპარტიული ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ "მალენკოვი, კაგანოვიჩი, მოლოტოვი და შეპილოვი, " რომელთა მიზანი იყო ხრუშჩოვის თანამდებობიდან მოხსნა. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც იგი პარტიიდან გააძევეს და არც აღარასოდეს აღუდგენიათ. 1355 4-ს მოსწონს
|