x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაშვებულ დროზე მეტხანს პარაპლანით ფრენის გამო ახალგაზრდა გოგოს ცაში ღებინება დაეწყო

image კარგა ხანია უკვე რაც საზღვაო სეზონი გაიხსნა და ვფიქრობ ეს სტატია პარაპლანით გასეირნების მოყვარულებსაც გამოადგებათ.
პარაპლანით ფრენა-გასეირნების მსურველებისთვის დრო განსაზღვრულია და ის არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩვეველ ადამიანს ეწყება თავრუსხვევა, ლაბილური ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს კი შესაძლოა წნევის ცვალებადომაც დაეწყოს.
რაც ყველაზე ცუდი შეგრძნებაა ესაა ორგანიზმის გადატვირთვის გამო ღებინების შეგრძნება ან ღებინების დაწყება.
ზუსტად ასე დაემართა ბრაზილიელ გოგოს, როცა დასაშვები დროის ნაცვლად 48 წუთის მანძილზე იფრონა ინსტრუქტორთან ერთად ტანდემში.
ტამირისმა პარაპლანით რიო დე ჟანეიროს პლაჟის- სან-კონრადოს თავზე ფრენისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ცაში ფრენისას სამედიცინო დახმარებას ვინ გაუწევდა და რასაც ჰქვია ბრაზილიელმა გოგომ "ჩანჩქერო იმღერა" ანუ გასაგები ენით, რომ დავწერო მრავალგზის აღებინა.
საბედნიეროდ ღებინება გამოწვეული იყო მხოლოდ სხეულის გადაძაბვით ხანგრძლივი ფრენის გამო და მიწაზე დაშვებისას ტამირისი თავს უკვე კარგად გრძნობდა.
ასე, რომ პარაპლანით ფრენის მოყვარულებმა გაითვალისწინეთ რჩევა და თავს ნუ გამოიდებთ დაშვებულზე დიდი ხნით იფრინოთ. თქვენ არა ხართ პროფესიონალი მფრინავები, ორგანიზმის გადაძაბვას რომ გაუძლოთ.
ყველას კარგ და ჯანსაღ დასვენებას გისურვებთ.

+12

0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
204