x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

«დაალაგე სათამაშოები!», «დაიბანე ხელები!», «ჩქარა წადი დასაძინებლად!» — ამ მითითებების შესრულებას ბავშვები რატომღაც არასოდეს ჩქარობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ასეთ უინტერესო საქმეებზე. ერთადერთი საშუალება რომ ბავშვმა სწრაფად შეასრულოს დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მათთვის საინტერესო გახადოთ. დაღლილი მშობლები იტყვიან: სამაგისოდ არა გვცალია, მაგის ძალა და ნერვები არა გვაქვს, არ ვიცით… რა თქმა უნდა იცით! უბრალოდ, თამაშში უნდა ჩაერთოთ. ბავშვსაც ესიამოვნება და თქვენც გახალისდებით.


image


«მიდი ჩქარა, რამდენ ხანს შეიძლება ზოზინი?» ნაცვლად,

უთხარით: «მოდი შევეჯიბროთ. სტარტი, ყურადღება, გავიქეცით!».


«ახლავე მივდივართ აბაზანაში! სამამდე ვითვლი!» ნაცვლად,
უთხარით: «სტარტი, გემის გასვლამდე სულ ცოტა დარჩა. ათვლა დაიწყო: 10, 9, 8…».


«ვიდრე სუპს არ გაათავებ, ტკბილეულს ვერ მიიღებ» ნაცვლად,
უთხარით: «როგორც კი სუპი გაქრება თეფშიდან, მაგიდაზე დესერტი გაჩნდება!».


«სწრაფად დაიძინე!» ნაცვლად,
უთხარით: «რა გინდა რომ სიზმარში ნახო?».


«ნუ მიშლი ტელეფონზე საუბარს» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც საქმეს დავასრულებ, სიურპრიზი გელოდება».


«ახლავე მორჩი ჭირვეულობას!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, ეტყობა ჭირვეულა ჩაგვისახლდა, მოდი სასწრაფოდ გავაგდოთ, თორემ ხასიათს გაგვიფუჭებს!».


«ჩემი რატომ არ გესმის? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?» ნაცვლად,
უთხარით: «კაკტუსო, კაკტუსო, მე — ფიკუსი ვარ, ხაზის შემოწმება, მომახსენე, როგორ გესმის ჩემი! გადმოვცემ მნიშვნელოვან ინფორმაციას».


«არ შეიძლება ჭუჭყიანი ტანსაცმლით სიარული, სხვა რამეს ჩაგაცმევ, ეს უნდა გავრეცხო!» ნაცვლად,
უთხარით: «შენი საყვარელი კაბა (შარვალი...) საბანაოდ წავიდა და თავისი და გამოგიგზავნა».


«ღმერთო, რა უწესრიგობაა! შენ ნამდვილი ფეთხუმი ხარ!» ნაცვლად,
უთხარით: «ნეტა ჯადოქრად იქცე და ოთახი მოაწესრიგო».


«მოდი აქ უნდა გცემო!» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც ბავშვები ცუდად იქცევა, დედეა ბოროტ ჯადოქრად გადაიქცევა».


«როგორ დავირალე შენგან!» ნაცვლად,
უთხარით: «ჩემი ქვაბი დუღდება, დუღდება და უკვე ადუღდა, სულ მალე აფეთქდება, თავს გაუფრთხილდი!»


«ახლავე დაიძინე!» ნაცვლად,
უთხარით: «დაიძინე, და ვიდრე გეძინება, მოვა კეთილი ფერია და შენს საყვარელ კანფეტს (ან ნებისმიერი რამ, რაც უყვარს) მოგიტანს» (ღამე ბალიშის ქვეშ ის დაუდეთ, რასაც შეპირდებით).


«შენმა ნახატმა კიდევ ვერ მიიღო საპრიზო ადგილი გამოფენაზე? ხო, შენგან მხატვარი არ გამოვა» ნაცვლად,
უთხარით: «ვერ დაიკავე და ნუ დაიკავე. სამაგიეროდ, (მაგ.) პეიზაჟები ყველაზე კარგად გამოგდის».


«აბა, გაკვეთილებს მიხედე!» ნაცვლად,
უთხარით: «მოდი შენ გაკვეთილებს მიხედე, მე დავალაგებ — ვინც სწრაფად დაამთავრებს, მარწყვის ნაყინს მიიღებს. მეორე ადგილზე გასული — უბრალოდ თეთრს (ვანილის)».


«ჩაიცვი, სასეირნოდ მივდივართ» ნაცვლად,
უთხარით: «გინდა ეზოში ჩავიდეთ. ვნახოთ, ერთი, საინტერესო რა ხდება?».


«სწრაფად გამორთე ტელევიზორი!» ნაცვლად,
უთხარით: «ტელევიზორის დასვენების დრო მოუვიდა».


«მორჩი ტირილს!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, მალე შენი ცრემლებით გუბე დადგება. არ ვიცი დახრჩობისგან თავი როგორ გადავირჩინოთ?»


«შენ რა, ხარბი ხარ?! აბა მიეცი კანფეტების ნაწილი ბავშვს!» ნაცვლად,
უთხარით: «გემრიელია კანფეტი არა? მოდი სხვებსაც გაუმასპინძლდეთ, რომ მათთვისაც გემრიელი იყოს».


«ნახე იმ ბავშვმა როგორ ლამაზად გააკეთა, შენ რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება?» ნაცვლად,
უთხარით: «ნახე მან რა კარგად გააკეთა. მე მგონი, შენ უკეთესად შეგიძლია ამის გაკეთება!».


ფსიქოლოგის კომენტარი თემაზე


— რაც უფრო მეტია თამაში, ჯადოსნობა და «საინტერესობები» საუბარში, დარწმუნებაში და თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ბავშვთან მოლაპარაკება მით უფრო გაგიადვილდებათ და მასთან, მით უფრო ახლოს იქნებით. ზოგ ბავშვს ჯადოსნობა იზიდავს, ზოგს — შეჯიბრი, ზოგი კი, რომ დაამშვიდოთ, უნდა გულში ჩაიკრათ და მოეფეროთ.
მაგრამ, არის მომენტები, როდესაც მსგავსი ხრიკები საჭირო არ არის. მაგალითად, როდესაც მართლა გაბრაზებული ხართ და თამაშის და ხუმრობის განწყობა არა გაქვთ, არ არის საჭირო ძალდატანებითი სიცილი და «კბილებიდან გამოცრილი» ხუმრობა. ბავშვი მაშინვე მიხვდება სიყალბეს და დაიბნევა.
თუ გაბრაზებული ხართ, აუხსენით მას თქვენი მდგომარეობა. მაგ., «მე ძალიან განვიცდი, რომ ჭირვეულობ»... არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ, უბრალოდ, აუხსენით.

imageimageimageimageimageimageimage






1
114
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
114
  
2021, 14 ივლისი, 23:32
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1