ფოტოგრაფია უჩვეულო ქორწილი: 2 ამერიკელი გოგონა ცოლად გაჰყვა ერთ ბიჭს 2021, 2 ივლისი, 1:18
კალიფორნიელებმა მოაწყვეს საქორწინო ცერემონია, სადაც იმყოფებოდა 2 პატარძალი და ერთი ნეფე. იმ დროისთვის, როდესაც გოგონებმა თქვეს - "დიახ", აწ უკვე ქმრის ადგილას, ქორწილზე მყოფი ბევრი მამაკაცი ისურვებდა ალბათ ყოფნას.
დღესდღეობით, არასტანდარტული ქორწილით ძნელია საზოგადოება გააკვირვო, თუმცაღა, ფაქტია, რომ ამ ქორწილმა თავისი უჩვეულო მდგომარეობით შეძლო როგორც ამერიკელების, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ყურადღების დაპყრობა. ორი ცოლი და ერთი ქმარი - ჩვეულებრივი ამბავი არაა, ხომ?
35 წლის ვანესა და ჯიმი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა, სანამ გოგონამ არ აღიარა თავისი ბისექსუალურობა. ამ ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ჯიმი არ აღუდგა წინ თავისი შეყვარებულის ურთიერთობებს გოგონებთან, და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი რჩეულიც გაიცნო - 25 წლის სამმერი. რა თქმა უნდა, ჯიმი არ შეწინაღმდეგებია ბედის ასეთ შემობრუნებას და გულწრფელად შესთავაზა სამმერს ერთად ცხოვრება ვანესასთან ერთად. რატომაც არა? სადაც ერთი, იქაც მეორე, დასაკარგი რა არის, რომ?! არც არაფერი.. სამმერი დათანხმდა და სამეულმა ცხოვრება პოლიამორალურ ურთიერთობაში განაგრძო. ეს ყველაფერი კი გაგრძელდა იქამდე, სანამ გოგონებს გათხოვების სურვილი არ გაუჩნდათ.. 2019 წლის შემოდგომას, ჯიმიმ ორივე გოგონას სთხოვა ხელი და გამართა არაოფიციალური საქორწინო ცერემონია. ქორწილს დაესწრო სამეულის მრავალწიცხოვანი სამეგობრო, ნათესავები, თუმცა არა ყველა.. მაგალითად, ჯიმის მშობლებმა არ გაამართლეს შვილის საქციელი, არჩიეს რა გამოეტოვებინათ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე. რაც შეეხება ახალგაზრდა პატარძლის, სამმერის, მშობლებს, ისინი არათუ დიდი სიამოვნებით დაესწრნენ ცერემონიას, არამედ, აგრეთვე, გადაწყვიტეს თავადაც შესულიყვნენ პოლიამორალურ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს ქორწილი იურიდიულად არ გაფორმებულა, ვინაიდან კალიფორნიაში პოლიგამია დაუშვებელია. ამის მიუხედავად, სამეულს თავი ნამდვილ ოჯახად მიაჩნია. თითოეული მათგანი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ნათესავები მიიღებენ ამას, როგორც არსებულ ფაქტს და გაიზიარებენ მათ ბედნიერებას, არსებული დაბრკოლებების მიუხედავად. 802 1-ს მოსწონს
|