სხვა გაუსაძლისი, ანომალიური სიცხე და 500მდე მსხვერპლი. რა ხდება კანადაში?! 2021, 1 ივლისი, 17:04 ![]() ათეულობით ადამიანი დაიღუპა კანადაში გაუსაძლისი სიცხისაგან, რომელმაც ქვეყნის მთელი დასავლეთი ნაწილი მოიცვა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადის პროვინციაში, ტემპერატურა 4 დღის განმავლობაში იზრდებოდა და სამშაბათს 49, 5°С-ს მიაღწია. კანადის ქალაქ ვანკუვერში, ჯერ მარტო ხუთშაბათს, დაფიქსირდა მზის დარტყმისაგან 130 ადამიანის სიკვდილი. გარდაცვლილთა უმეტესობა - მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები არიან. ბრიტანული კოლიმბიის პრემიერმა, ჯონ ჰორგანმა (John Joseph Horgan) განაცხადა, რომ ასეთი სიცხე ამ ადგილას არასდროს ყოფილა. მისი სიტყვებით, ცალკეული ოჯახი და მთელი საზოგადოება უკვე განიცდის ანომალიური სიცხის მძიმე შედეგებს. კანადის ქალაქ ლიტონში, სადაც სიცხე განსაკუთრებით გაუსაძლისია, დამყარდა ბრიტანული კოლუმბიის მაღალი ტემპერატურის მესამე აბსოლუტური რეკორდი. კერძოდ, კვირას დაფიქსირდა - 46, 6°C-ი, ორშაბათს - 47, 5°C და სამშბათს, დღის მეორე ნახევარში, 49, 5°C-ი. საგანგებო ვითარების გამო, პროვინციაში მრავალი დაწესებულება დაიხურა, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები. ![]() ![]() ![]() ![]() ქალაქის ფონტანები მუშაობენ დღე და ღამე. ![]() ![]() ![]() დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანულ კოლიმბიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 486 ადამიანამდე. ვარაუდობენ, რომ მონაცემთა გადამუშავების შედეგად, არაა გამორიცხვადი გაიზარდოს გარდაცვლილთა რიცხვი. 485 2-ს მოსწონს
|