x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ისინიც ადამიანები არიან: რომელ ალკოჰოლურ სასმელებს ანიჭებენ უპირატესობას მსოფლიო ლიდერები

image


პოლიტიკოსები - თავადაც მოგეხსენებათ რამდენად სერიოზული და თავშეკავებული ხალხია, რომელთა საქმიანობაცროგორც წესი, საკუთარი მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პირდაპირ შესრულებასთან ასოცირდება, თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ასევე მათაც დროდადრო ერთი ჭიქა ლუდისა თუ სხვა უფრო ძლიერი ალკოჰოლური სასმელის საშუალებით განტვირთვა არანაკლებ უყვართ.ასე მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ალკოჰოლური სასმელების დიდი მოყვარული გახლავათ და თურმე საკმაოდ ბევრსაც კი სვამს, ახალგაზრდა დიქტატორი უპირატესობას მხოლოდ იმპორტირებულ ალკოჰოლს ანიჭებს, რომელზეც კოლოსალურ თანხებსაც ხარჯავს, მოკლედ ეს და კიდევ სხვა საინტერესო და საგულისხმო დეტალები მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერების ალკოჰოლური პრეფერენციების შესახებ.


image


გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი ჩაციებული ლუდის დიდი მოყვარული გახლავთ და ქაფიანი სასმელის ბოკალზე უარს თითქმის არასდროს ამბობს.


image


გაგიკვირდებათ და, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში თეთრი სახლის ტერიტორიაზე ლუდსახარშიც კი გახსნა.


image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განსაკუთრებული სიყვარული - ამერიკული ლიქიორის, ძვირფასი ღვინოებისა და უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ვისკისადმი საჯაროდ ცნობილია.


image


საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი ღვინოს დღეში ორჯერ სვამს.


image


"რკინის ლედად" წოდებულ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს - მარგარეტ ტეტჩერს ვისკის დალევა თურმე განსკუთრებით ღამით ჰყვარებია.


image


მისი უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მთელი დღის განმავლობაში სვამს: ის ლანჩს ერთი ჭიქა ჯინით იწყებს, რასაც ჭიქა წითელი ღვინო და კოქტეილი "დრაი მარტინი" მოჰყვება, ხოლო დღის ბოლოს 95 წლის დედოფალი ერთი ჭიქა შამპანურით ასრულებს.

















0
400
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
400