კინო 20 საოცარი ფილმი ქორწილზე, რომელიც ნამდვილად ღირს ნახოთ 2021, 2 ივლისი, 1:10 სახლში ყოფნისას, რამ შეიძლება აგიმაღლოთ განწყობა იმაზე უკეთ, ვიდრე კარგი ფილმის ცქერამ? მითუმეტეს, თუ ის რომანტიზმთან ერთად, სავსეა იუმორით და დრამატული სცენებით. წარმოგიდგენთ 20 საუკეთესო ფილმს ქორწილზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ. და თუ უკვე იცნობთ ამ ჩამონათვალს, ალბათ დამეთანხმებით, რომ მათი განმეორებით ხილვით, კვლავ მიიღებთ იგივე სიამოვნებას. 1. 27 კაბა თავდაუზოგაობა, ჯეინის ის თვისებაა, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. გოგონა მუდამ მზადაა სხვების დასახმარებლად, ამიტომ იგი ცნობილია, როგორც მრავალი ქორწილის მეჯვარე. ერთ დღესაც, ჯეინი აღმოაჩენს, რომ ფარული გრძნობები აქვს მამაკაცის მიმართ, რომელზეც მისი და ქორწინდება. 2. პატარძლების ომი თქვენ ნამდვილად არ იცით, თუ რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა საკუთარი ქორწილის სრულყოფილად ჩასატარებლად - მაშინაც კი, თუ ეს საუკეთესო მეგობართან ომის დაწყებას გამოიწვევს. 3. დაქირავებული მეჯვარე ეს ფილმი ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენად დამქანცველი და სტრესული შეიძლება იყოს ქორწილი. 4. მიურიელის ქორწილი მიურიელს შანსი აქვს შეცვალოს თავისი ცხოვრება დიდ ქალაქში გადასვლით. მისი ქორწილის მოვლენები იმდენად სასაცილოდ ვითარდება, მათი დავიწყება გაგიჭირდებათ. 5. პატარძლის მეგობარი ფილმი ტომისა და ჰანას მეგობრობაზეა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება. ეს ის ფილმია, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ! 6. ქორწილების ჩამშლელები მეგობრების, ჯერემისა და ჯონისათვის, ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა წვეულებები, გართობა და ქალები. მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მათ თავად ეწვევათ სიყვარული. 7. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი ვერაფერი გააგიჟებს ქალს უფრო მეტად, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ იგი შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარზე, რომელიც სულ სხვას ირთავს ცოლად. ამ ფილმს ისეთი განვითარება აქვს, უემოციოდ ვერ უყურებთ. 8. ქორწილის ორგანიზატორი ქორწილების ორგანიზატორი აცნობიერებს, რომ მასაც აქვს სიყვარულის შანსი, თუმცა ჯერ ვერ ხვდება რამდენად რთული იქნება ეს. 9. გაქცეული პატარძალი მესამე ქორწილიდან გაქცევის შემდეგ, მეგი იპყრობს ჟურნალისტის ყურადღებას, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ საპატარძლო მეოთხე ქორწილის ჩაშლასაც გეგმავს. 10. წინადადება ადამიანები სიყვარულისთვის უნდა ქორწინდებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, წყვილი საკუთარი ეგოისტური მიზნების გამო აკეთებს ამას. 11. ისევ შენ წარსული ყოველთვის არის შეცდომებზე დაფიქრებისთვის საინტერესო გზა. 12. ყოფილი გოგონების მოჩვენებები წარსულის გადახედვა საჭიროა იმისათვის, რომ შეცდომებზე ისწავლო. სიყვარული კი, ყოველთვის პოულობს გზას, რაც არ უნდა ღიმილს იწვევდეს ეს. 13. პატარძლის მამა სახლში დაბრუნებული ქალიშვილი მშობლებს მომავალი ნიშნობის შესახებ უცხადებს. პატარძლის მამა უარს ამბობს შვილის გათხოვებაზე. შემთხვევები კი, რაც ქორწილამდე ხდება, უბრალოდ ძალიან სასაცილოა. 14. პრინცესას დღიურები 2: სამეფო ნიშნობა მსუბუქი, სასიამოვნო და გლამურული ფილმი პრინცესა მიას საქმროს ძებნის შესახებ. 15. შეხვედრა მშობლებთან გრეგისთვის ცხოვრება საინტერესო ხდება, როდესაც იგი მომავალი მეუღლის ოჯახს ხვდება. მისი ძირითადი პრობლემები სასიმამროს უკავშირდება, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. 16. სექსი დიდ ქალაქში ოჰ, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საქორწილო კაბები! 17. საქორწინო მოწმობა დასაქორწინებელ წყვილს, მღვდელი ქორწინების მოსამზადებელ კურსზე სიარულს აიძულებს მანამდე, სანამ ისინი საჭირო მოწმობას არ აიღებენ. 18. ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი ყველა ერევა, ბერძენი გოგონას, ტულას საქმეში, რომელიც გაუთხოვარია 30 წლის ასაკში. საბოლოოდ, როდესაც იგი სიყვარულს პოულობს, აღმოჩნდება, რომ მისი რჩეული ბერძენი არაა. 19. ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი 2 თუ პირველი ფილმი მოგეწონათ, ესეც სასიამოვნო იქნება თქვენთვის. 20. რით დავიმსახურეთ ეს? ფრანგი კათოლიკე წყვილის ცხოვრება თავდაყირა დადგა მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილები სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მამაკაცებზე დაქორწინდნენ. 320 შეფასება არ არის
|