საზოგადოება ახალ ზელანდიაში მოსახლეობამ უსახლკაროებს ესტაკადების ქვეშ საცხოვრებელი კომპლექსი აუშენა 2021, 1 ივლისი, 10:22 ქ. ოკლენდის (ახალი ზელანდია) მაცხოვრებლებმა, აღშფოთებულებმა საცხოვრებლის კრიზისით, ესტაკადების ქვეშ ააშენეს კომპლექსი საშხაპით, საერთო სამზარეულოთი, პიცის ღია საცხობით და სამედიცინო კაბინეტით, გათვლილი დაახლოებით 300 უსახლკაროზე, რომლებიც ახლომდებარე ბანაკებში ცხოვრობენ. მცირე სოფლის ტიპის ცენტრი Cob on Wood, ბოლო თვეებში გაჩნდა ვუდ-სტრიტის გასწვრივ, დასავლეთ ოკლენდში. იგი შტატებს შორის მაგისტრალის ქვეშ მდებარეობს, რომელმაც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსახლკაროთა ბანაკის მონაკვეთი საზოგადოებრივ ზონად გადააქცია. კომპლექსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შემუშავდა, ადგილობრივი ორგანიზატორების მიერ, რომელთაც გადაწყვიტეს უსახლკაროთა კრიზისს გამკლავებოდნენ და გვერდში დადგომოდნენ ქალაქის უბინაო მოსახლეობას, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა COVID-19 პანდემიის დროს. ახლა კომპლექსი ემსახურება ამ რაიონის 150-დან 300-მდე ადამიანს, ასევე სთავაზობს შესაძლებლობებს მომავლისთვის, როგორიცაა სამშენებლო საქმის შესწავლა, კულინარიის კურსები და სხვ. ადამიანები, რომლებიც ამ ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, DailyMail.com - თან გამოთქვეს თავიანთი კმაყოფილება, რომ მათ როგორც იქნა ეღირსათ ადგილი, რომელსაც შეუძლიათ სახლი უწოდონ. ორგანიზატორები გეგმავენ განავითარონ კომპლექსი კომპანია GoFundMe-ს დახმარებით, რომელმაც უკვე შესძლო შეეგროვებინა 60 000 დოლარი შემოწირულობა. ეს საინტერესოა:იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა რატომ არ უნდა გამოვიყენოთ "ოქეი"-ს ჟესტი თურქეთში, თვალის ჩაკვრა ინდოეთში და სხვ. რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად? მსოფლიოს ყველაზე საოცარი საინჟინრო ქმნილებები ნაპოვნია ქათმის კვერცხის ზომის გიგანტური ალმასი
ბრენდების გაყალბების სასაცილო ნიმუშები საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს 185 5-ს მოსწონს
|