x
ოჯახის ფსიქოთერაპიის მიზნები

ოჯახის თერაპიის ყველა მოდელი კლიენტს შეცვლის შესაძლებლობას აძლევს. მოდელები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუ როგორ ისწრაფვიან ისინი ამ მიზნის მისაღწევად. ფსიქოდინამიკური მიდგომა ამას აკეთებს ინსაიტის მეშვეობით, ღია კომუნიკაციისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვის წახალისებით. ბიჰევიორალურ/კოგნიტური მოდელი ამას უნარების დასწავლით და კოგნიტური რესტრუქტურიზაციით ცდილობს. პროცედურების მიუხედავად, ყველა ცდილობს შექმნას გარემო, სადაც ადამიანს შეეძლება საკუთარი თავის შეცნობა, რათა მასში შემცირდეს დისკომფორტი და კონფლიქტები, რაც უზრუნველყოფს ოჯახის სიძლიერეს. ეს საშუალებას აძლევს მათ შეძლონ სიძნელეებთან გამკლავება და ეხმარება ოჯახის წევრებს გაუმჯობესდეს მათი ზოგადი ფუნქციონირების დონე.

ზოგი მოდელი ცდილობს უფრო ფართომაშტაბიანი ცვლილებები განახორციელოს. მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი აღმოაჩენს და ეხმარება კლიენტებს გააცნობიერონ წარსული მოვლენების არაცნობიერი გავლენები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ მათ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. ზოგი ფოკუსირდება კლიენტის მისწრაფებებზე, ზოგი თერაპევტი ეხმარება ოჯახებს აწმყო პრობლემების გადაჭრაში, რომელთა მოსაგვარებლადაც მიმართეს მათ თერაპევტს; მათ აკმაყოფილებთ სიმპტომების შემცირება. ფსიქოსაგნმნთლებლო მიდგომების გამოყენებით თერაპევტები მიისწრაფვიან დაეხმარონ ოჯახს გაუმკლავდნენ სერიოზულ ფსიქიკურ დარღვევებს და ოჯახის იმ წევრებს, რომელთაც ააქვთ ასეთი დიაგნოზი, აარიდონ დაავადების რეციდივი. ნარატიული თერაპევტები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემის აღმოფხვრაზე, მაგრამ ისინი აკეთებენ მეტსაც, უბიძგებენ ოჯახის წევრებს, რომ გადახედონ იმას, თუ როგორ მოქმედებენ პრობლემურ სიტუაციაში. ისინი მხარს უჭერენ კლიენტებს და ეხმრებიან იმაში, რომ მათი ცხოვრების ისტორია ისე გადაწერონ, რომ უფრო იმედიანად და ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს.

სხვადასხვა თეორეტიკოსებს აქვთ განსხვავებული პრიორიტეტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეიცვალოს. სატირის მოდელის მიხედვით, ოჯახის წევრებს მოეთხოვებათ, რომ ისწავლონ, თუ როგორ იურთიერთონ უფრო მკაფიოდ ერთმანეთთან, ღიად ითხოვონ ის, რაც სურთთ და გამოხატონ გრძნობები პირდაპირ და არა დაფარულად, ირიბად.

ვიტაკერის ოჯახური თერაპიის მიზანია, რომ ის, რასაც ადამიანები ამბობენ, შეესაბამებოდეს იმას, რასაც ისინი რეალურად განიცდიან. ორივე თვლიდა, რომ კლიენტებს შეუძლიათ იცხოვრონ უფრო სავსე და დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით როგორც პიროვნებებმა და როგორც ოჯახმა, რაც საკუთარი თავის აღმოჩენის გზით მიიღწევა. ამის საპირისპიროდ, ბოუვენი ამტკიცებდა, რომ ინდივიდუალიზაცია ან თვითდიფერენცირება არის გასაღები, რომელსაც შეუძლია ადამიანს შფოთვა და ოჯახის ემოციურ სისტემაში მოხვედრა აარიდოს თავიდან. სტრუქტურალისტები მიზნად ისახავენ ოჯახის სისტემის იმ ნაწილების შეცვლას, რომლებიც რეორგანიზაციას მოითხოვენ. კონკურენტული ოჯახის მოდელები სხვადასხვა გზით ცდილობენ ხელი შეუწყონ აღქმის, გრძნობისა და ქცევის ახალი გზების შესწავლას. ზოგი ამას ოფიციალურად აკეთებს, ხანდახან პროცედურის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება. მაგალითად, სტრუქტურალისტები უშუალო თერაპიაზე გადასვლამდე, რომელიც მიმართულია სისტემაში ხარვეზიანი ნაწილების რესტრუქტურიზაციისკენ, უერთდებიან ოჯახს, ეწყობიან მის სტილს, აფასებენ ოჯახის სტრუქტურას, და ასე შემდეგ. კოგნიტურად ორიენტირებული ოჯახის თერაპევტები ასევე მიყვებიან წინასწარ გაწერილ თერაპიულ ფორმატს. ზოგიერთი მიდგომა, მაგალითად, გადაჭრაზე ფოკუსირებული, ნაკლებად სტრუქტურირებულია, და პრაგმატულია. მისი მიზანია გადაჭრას არსებული პრობლემები და დიდად არ ინტერესდება მის საფუძვლად მდებარე სხვა პრობლემებით. თუ ზოგიერთ მოდელს, მაგ: გამოცდილებითს, აქვს კონკრეტული მიზნები, სხვა, მაგ: სტრატეგიულ მოდელებს, აკმაყოფილებთ აქტუალური პრობლემის გადაჭრა.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0