x
ფსიქოსოციალური განსხვავებები მოზარდებსა და ადრეულ მოზრდილებს შორის
მოზარდობა არის პერიოდი 10-11 წლიდან 16-19 წლამდე, ადრეული მოზრდილობა კი 20-დან 40 წლამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, მოზარდები და ადრეული მოზრდილები ერთმანეთისგან მხოლოდ ქრონოლოგიური ასაკით არ განსხვავდებიან. ზოგადად, ადრეული მოზრდილები, მოზარდებთან შედარებით, უფრო მოწიფულები არიან. ეს ორი ასაკობრივი კატეგორია ფსიქოსოციალური განვითარების მხრივ საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მოზარდებსა და ადრეულ მოზრდილებს განსხვავებული ქცევები ახასიათებთ. Gardner და Steinberg (2005) იკვლევდნენ 3 ასაკობრივ კატეგორიას, 13-16 წლის, 18-22 და 24 და მეტი წლის პირებს. მკვლევრები, კითხვარის საშუალებით, აფასებდნენ, ანიჭებდა თუ არა ინდივიდი უპირატესობას რისკიანობას, ასევე ზომავდნენ რისკიანი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, ლაბორატორიულ სიტუაციაში იწვევდნენ და აკვირდებოდნენ ქცევას, თუ რამდენად გარისკავდნენ მონაწილეები. შედეგად დადგინდა, რომ რისკიანობა და სარისკო გადაწყვეტილების მიღება ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ამ მონაცემების მიხედვით, მოზარდები უფრო მიდრეკილი არიან რისკიანი ქცევისა და რისკიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ, მოზრდილებთან შედარებით. ასევე, მონაწილეები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტად რისკავენენ და რისკიან გადაწყვეტლებებს იღებენ, როცა თანატოლებთან არიან, ვიდრე მარტო. თანატოლების გავლენის ეფექტი უფრო ძლიერია მოზარდებში და ახალგაზრდებში, ვიდრე მოზრდილებში.

ფსიქოსოციალური განსხვავებები მოზარდებსა და ადრეულ მოზრდილებს შორის აღინიშნება პროსოციალური ქცევის მხრივაც. Warneken-ის მიხედვით, პროსოციალური ქცევის საფუძველი ჩნდება ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ ის განაგრძობს განვითარებას მთელი ბავშვობის, მოზარდობის და ადრეული მოზრდილობის მანძილზე (2016), შესაბამისად, პროსოციალური ქცევის გამოვლენის თავისებურებები ამ ორ ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებული იქნება.

Roberts, Caspi და Moffitt-მა ჩაატარეს ლონგიტუდური კვლევა, რომელიც ეხებოდა პიროვნების ფუნქციონირების მდგრადობას და ცვალებადობას 18-დან 26 წლამდე ადამიანებში (2001). მონაცემები ამტკიცებს, პიროვნების მდგრადობას. თუმცა ცვლილებები პიროვნებაში, მაინც დაფიქსირდა. მოზარდობიდან მოზრდილობამდე პიროვნება მოწიფულობისკენ ვითარდება. მოზარდები თანდათან სოციალურ ურთიერთობებში უფრო თავშეკავებულები, თავდაჯერებულები, საზოგადოებაზე ნაკლებად გაბრაზებული და მისგან ნაკლებად გაუცხოებული ხდებიან. მოწიფულობა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება სხვა ადამიანებისა და საზოგადოების მიმართ არის ნიშანი პოზიტიური ცვალებადობისა მოზარდობიდან მოზრდილობამდე. მოზარდობიდან ადრეულ მოზრდილობამდე გადასვლისას ადამიანები ხდებიან უფრო წინდახედულები, ასერტულები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და უფრო ამბიციურები არიან საქმესთან დაკავშრებულ საკითხებში. ადაპტაცია, გარემოსთან შეგუება და გამკლავება იზდება ასაკის მატებასთან ერთად. ადამიანები ხდებიან სოციალურად დომინანტები, პასუხისმგებლობის მქონე და ემოციურად სტაბილურები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეული მოზრდილები, მოზარდებთან შედარებით უფრო მოწიფულები არიან და უყალიბდებათ მრავალი ისეთი თვისება, რომელიც ეხმარება მათ სოციუმში ადაპტაციასა და თვითდამკვიდრებაში.

მოზარდები და ადრეული მოზრდილები პიროვნული ნიშნებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იკვლევდნენ (Norona, et al., 2017) უარყოფაზე სენსიტიურობის დონეს, ასევე ცვლილებებს უარყოფაზე სენსიტიურობაში 16-დან 23 წლამდე. შედეგებმა აჩვენა, რომ, ზოგადად, მოზრდილობაში გადასვლასთან ერთად უარყოფაზე სენსიტიურობა დროის განმავლობაში იკლებს. ეს შედეგები მხარს უჭერს პიროვნების ნიშნების ცვალებადობას მოზარდობიდან მოზრდილობამდე.

მოზარდები და ადრეული მოზრდილები ხუთფაქტორიანი თეორიის პიროვნული ნიშნების მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კერძოდ, 2000 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მაკკრეი და კოლეგები აღნიშნავენ, რომ „18-დან 30 წლამდე პერიოდში მცირდება ნეიროტიციზმი, ექსტრავერსია და გამოცდილებისადმი ღიაობა, ხოლო თანხმობისადმი მზაობა და პატიოსნება მატულობს“(McCrae, et al., 1999, გვ. 183).

ლონგიტუდური კვლევა სწავლობდა ინტერესებში ნორმატიულ ცვლილებებს მოზარდობის და ადრეული მოზრდილობის პერიოდში. მოზარდობა განისაზღვრა ორი მნიშვნელოვანი ცვლილებით: ინტერესის ქულები ზოგადად იკლებდა უმცროსი მოზარდობისას, მაგრამ იზრდებოდა უფროსი მოზარდობისას. ადრეულ მოზრდილობაში ყველაზე თვალშისაცემი ცვლილებები აღმოჩნდა: ინტერესები, რომლებიც ადამიანებს ეხებოდა გაიზარდა, როცა ინტერესები, რომლებიც საგნებს ეხებოდა, ან შემცირდა ან იგივე დარჩა. პროფესიულ სტერეოტიპებთან ასოცირებული გენდერული განსხვავებები მთელი ცხოვრების მანძილზე პიკს აღწევდა უმცროს მოზარდობაში და შემდგომ ასაკობრივ საფეხურზე შეინიშნებოდა კლების ტენდენცია. საბოლოო ჯამში, შედეგები გვამცნობს ინტერესებში, რომლებიც ეხება კარიერას, ქცევას, აქტივობასა და პოზიციას, ნორმატიული ცვლილებების შესახებ მოზარდობიდან მოზრდილობამდე (Hoff, Briley, Wee, & Rounds, 2018). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოზარდებსა და ადრეულ მოზრდილებზე პროფესიასთან ასოცირებული გენდერული სტერეოტიპები განსხვავებულად ზემოქმედებს. ამასთან, ადრეულ მოზრდილებში იზრდება ადამიანებსა და სოციუმზე კონცენტრაცია, იკლებს მოზარდობის ეგოცენტრიზმი, იზრდება სხვების ემოციებსა და გრძნობებზე დაკვირვება. ამ დასკვნას მხარს უჭერს სოციალურ-კოგნიტური პროცესების განსხვავებულობა მოზარდებსა და ადრეულ მოზრდილებში. ჩატარდა კვლევა, (Meinhardt-Injac, Kurbel, & Meinhardt, 2020) რომელიც შეისწავლიდა განსხვავდება თუ არა ემოციური გადამუშავება მოზარდებში და ადრეულ მოზრდილებში. 11-დან 24 წლამდე მონაწილეების შედეგებმა აჩვენა, რომ სახის ამოცნობა ჩამოყალიბებულია უკვე უმცროს მოზარდობაში, ხოლო კომპლექსური ემოციების ამოცნობის უნარი განვითარებას აგრძელებს ადრეულ მოზრდილობაშიც.

ამრიგად, მოზარდები და ადრეული მოზრდილები ფსიქოსოციალური განვითარებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ განსხვავებული ქცევები ახასიათებთ, მოზარდები უფრო რისკიანად იქცევიან და რისკიან გადაწყვეტილებებს იღებენ. მოზარდებზე თანატოლები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ისინი თანატოლების ჯგუფში მეტად რისკიანები არიან, ვიდრე ადრეული მოზრდილები. ამასთან, ამ ორ ასაკობრივ კატეგორიას შორის განსხვავავებები უნდა იყოს პროსოციალური ქცევის მხრივაც. ადრეული მოზრდილები, მოზარდებთან შედარებით, მოწიფულობითაც გამოირჩევიან, მათ ისეთი პიროვნული თვისებები უყალიბდებათ, რომლებიც სოცილურ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებათ. ისინი პიროვნული ნიშნებითაც განსხვავდებიან მოზარდებისგან, მათ, მოზარდებთან შედარებით, უარყოფაზე სენსიტიურობის ნაკლები დონე აღენიშნებათ. მათ შორის განსხვავება ფიქსირდება ხუთფაქტორიანი პიროვნების თეორიის ნიშნების მხრივაც, ადრეული მოზრდილებს, მოზარდებთან შედარებით, ნეიროტიციზმს, ექსტრავერსიისა და გამოცდილებისადმი ღიაობის ნაკლები, ხოლო თანხმობისადმი მზაობისა და პატიოსნების ნიშნები მეტად ააქვთ გამოკვეთილი. ადრეული მოზარდების ინტერესის სფერო არის ადამიანებთან დაკავშირებული პროფესიები თუ საქმიანობები. ასევე, მოზარდები მეტად და ადრეული მოზრდილები ნაკლებად ექცევიან პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. ადრეულ მოზრდილები მეტად კონცენტრირდებიან ადამიანებზე და მათ ემოციებზე, ამ ასაკში მეტად განვითარებულია სახის კომპლექსური ემოციების ამოცნობის უნარი.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0