x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
6 ნივთი და ან დეკორი,რომელიც თქვენს სახლში სიმდიდრეს და ბარაქას მოიზიდავს
ჩვეულებრივ, ადამიანები ავეჯს და დეკორაციას მხოლოდ ესთეტიკური მიზეზების გამო ირჩევენ. ამავე დროს, ექსპერტები ამბობენ: იმისთვის, რომ თქვენი სახლი უბრალო მყუდრო ადგილიდან წარმატების, კეთილდღეობის და ფულის მაგნიტად აქციოთ, ძველი ჩინური ფენ-ჩიუის ტრადიციის თანახმად, ინტერიერს უნდა დაამატოთ გარკვეული საგნები ან დეკორააცია, რაც ფინანსური კეთილდღეობის მიღებაში დაგეხმარებათ.



ჩვენ გთავაზობთ ტოპ 6 ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ ინტერიერის დეტალებს, რომლებიც, თქვენ სახლს ბარაქას და ფულს მოუტანს



ოთახის მცენარეები


ოთახის მცენარეები თითქმის ყოველთვის გვხვდება თანამედროვე ბინებში, რადგან ისინი კვლავ საუკეთესო დეკორაციაა ნებისმიერი ოთახისთვის. ზოგიერთ ყვავილს, როგორც ჩვენი წინაპრები გვეუბნებიან, შეუძლია ფულის მოზიდვა. მაგალითად, ცნობილი ფულის ხე . ქოთანი უნდა დაიდგას ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ითვლება, რომ ეს კონკრეტული ზონა იზიდავს სიმდიდრეს და წარმატებას.


image


მწვანე ფერი


ამ ფერის აბსოლუტურად ყველა ვარიანტი იზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს. ამიტომ მწვანე ძალიან პოპულარულია ოფისების, სახლის კაბინეტების, მუზეუმებისა და მაღაზიების გაფორმების დროს. ითვლება, რომ ზურმუხტისფერი ყველაზე ეფექტურად გამოიყურება სამზარეულოში და მისაღებ ოთახში, სალათის ფერი ან ღია მწვანე იდეალურია ბავშვთა ოთახისთვის, ან დერეფნისთვის. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მწვანე შეფერილობა ყველაზე პოზიტიური და სასარგებლოა პოზიტიური ემოციებისათვის.

image


წითელი ფერის დეტალები


წითელი სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოა. აიღეთ ამ ფერის მცირე დეტალები და განათავსეთ ისინი თქვენი ბინის მთელ პერიმეტრზე. ეს შეიძლება იყოს სანთლები, ვაზები, დეკორატიული ჭურჭელი, ფოტოს ჩარჩოები, სუფრის ნაკრები, სუფრები, ხელსახოცები და სხვა.


ხოლო დერეფანში, შესასვლელი კარის მოპირდაპირედ კარგი იქნება თუ ჩამოკიდებთ წითელი ჩინურ ქსოვილზე ამოქარგულ ოქროსფერ დრაკონის გამოსახულებას. ის დააფრთხობს ყოველგვარ ნეგატიურ ენერგიას და ღირსეულად მოიზიდავს სიმდიდრეს და ბარაქას სახლში.

image


აკვარიუმი


წყალი ცნობილია, როგორც მრავალი მაგიური თვისების ელემენტი. ფულადი სახსრების ეფექტურად მოზიდვა ერთ-ერთი მათგანია. აკვარიუმში იყოლიეთ კენტი რაოდენობის თევზი - ხუთიდან თერთმეტამდე. კარგად გამოკვებეთ თევზები და ეცადეთ, რომ აკვარიუმი მუდამ სუფთა იყოს. თუ რომელიმე თევზი მოკვდა, არ ინერვიულოთ, მან წაიღო თქვენი პრობლემები და თან წაიღო უარყოფითი ენერგია.

image


სტატუები


არსებობს რამდენიმე პატარა ფიგურა, რომელიც ნამდვილად მოუტანს თქვენ და ოჯახის წევრებს უპრეცედენტო წარმატებას. მაგალითად, ცნობილი ჩინური სამფეხა გომბეშო, რომელსაც პირში მონეტა უდევს. დადეთ იგი გამოჩენილ ადგილას და გახსოვდეთ, რომ რეგულარულად უნდა გაიწმინდოთ მტვრისგან. გომბეშო გახდება ყველაზე ძლიერი ფულის თილისმა, რომელიც ფულს სამივე თათით მოხვეტავს იმ სახლში, სადაც ასე ფრთხილად უვლიან მას.

imageასევე მანეკი-ნეკოს კატა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო წლებში, იგი დიდი ხანია ითვლება ფულის მომტანად. ის მარცხენა თათის საშუალებით იზიდავს იმ ხალხს, რომლებიც გამოგადგებათ ფინანსურ საკითხებში, ხოლო მარჯვენა თათით- თავად ფულს.

image



სუფთა ფანჯრები


ასევე, პოზიტიური ენერგიისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, აუცილებელია თქვენი ბინის ფანჯრები მუდამ სუფთა იყოს. კერძოდ, ფანჯრის მინები გარეცხილი.
ტრადიციის თანახმად, დადებითი ენერგია სუფთა კრიალა ფანჯრის შუშებიდან აღწევს, ოთახში იჭრება მზის სხივები ნეგატივის ადგილს აღარ დატოვებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია სავალდებულო რიტუალის წესების დაცვა ფანჯრების გარეცხვის დროს: - არავითარ შემთხვევაში არ ვიყენებთ ძველ მახმარ მაისურებს, ბალიშის პირებს და სხვა ნაჭრებს, რომლებიც თავდაპირველად სხვა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. გარეცხვისთვის ვხმარობთ მხოლოდ იმ ახალ ჩვარს, რომლებიც მაღაზიაში იყიდება.
image
0
465
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0